საქმე ის არის, რომ ომის დროს კოლჰოტები დიდი იშვიათობა იყო, წარმოებული ნეილონი სამხედრო მრეწველობაში მიდიოდა -მაგალითად, პარაშუტების დასამზადებლად. უწინდოდ სიარული კი მიღებული არ იყო.
როგორც ყოველთვის, ქალებმა სიტუაციიდან გამოსავალი მონახეს. ფეხებს იპარსავდნენ, მერე ტონალურს ისვამდნენ, ბოლოს კი კოლჰოტის ხაზს იხაზავდნენ. ბევრ სილამაზის სალონში სთავაზობდნენ ამ მომსახურებას -თითქოს ქალს წინდები ეცვა, სინამდვილეში კი ზედ ჰქონდა მიხატული.
სპეციალურად ამისთვის საჭირო
ომი დამთავრდა, წინდები და კოლჰოტები დახლებს დაუბრუნდა, გაპარსული ფეხების მოდა კი დამკვიდრდა და ქალურობის ეტალონად იქცა.
ჟურნალი ''რეიტინგი''