29 იანვარი, 2015
საიდან შემოვიდა ფეხების გაპარსვის მოდა
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ფეხების გაპარსვის მოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებულა. და სულაც არა ჰიგიენის თვალსაზრისით.

საქმე ის არის, რომ ომის დროს კოლჰოტები დიდი იშვიათობა იყო, წარმოებული ნეილონი სამხედრო მრეწველობაში მიდიოდა -მაგალითად, პარაშუტების დასამზადებლად. უწინდოდ სიარული კი მიღებული არ იყო.

როგორც ყოველთვის, ქალებმა სიტუაციიდან გამოსავალი მონახეს. ფეხებს იპარსავდნენ, მერე ტონალურს ისვამდნენ, ბოლოს კი კოლჰოტის ხაზს იხაზავდნენ. ბევრ სილამაზის სალონში სთავაზობდნენ ამ მომსახურებას -თითქოს ქალს წინდები ეცვა, სინამდვილეში კი ზედ ჰქონდა მიხატული.

სპეციალურად ამისთვის საჭირო
ტონალურ კრემებსაც ყიდდნენ და ფანქრებსაც.

ომი დამთავრდა, წინდები და კოლჰოტები დახლებს დაუბრუნდა, გაპარსული ფეხების მოდა კი დამკვიდრდა და ქალურობის ეტალონად იქცა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS