დღემდე ვერ ხვდებიან, რა იყო კომის მიზეზი. ზოგიერთი ვერსიით, ეს კრიპტოკოკური მენინგიტი შეიძლებოდა ყოფილიყო,
დედამისი ჯოანა უკვე ისე იყო, ფარხმალი დაყარა და თავის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ გადაარჩინეს.
ერთი წლის შემდეგ ექიმებმა გამოაცხადეს, რომ მარტინს ვერაფერშო ვერ დაეხმარებოდნენ. მშობლებს ისღა დარცენოდათ, შინ წაეყვანათ და იქ მოევლოთ, სანამ დაავადება საბოლოოდ არ მოუღებდა ბოლოს, თუმცა 16 წლის ასაკში ბიჭს თანდათან დაუბრუნდა ცნობიერება. მეხსიერებაც ცოტათი აღუდგა, თუმცა ვერ მოძრაობდა და ვერ ლაპარაკობდა. "ეს კინოსავით არის: გმირი მოკვდა და მოჩვენებად იქცა, ისე, რომ თავად ვერ აცნობიერებს ამას. მეც ასეთი განცდა მქონდა, თითქოს ადამიანები ვერ მამჩნევდნენ: რა ხდებოდა ჩემს შიგნით, როგორც არ უნდა მეცადა და მათთვის მიმეწვდინა ხმა, მე მაინც ვერავინ მამჩნევდა, - ამბობდა მოგვიანებით მარტინი, - მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ჯვარი იყო სრულ სიმარტოვეში არსებობა".
როგორც მარტინი იხსენებს, მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტი იყო სიტყვები, ყველაზე ახლობელი ადამიანის – დედის მიერ წარმოთქმული: "იმედი მაქვს, მოკვდები". დედას ეგონა, რომ მარტინს ეს არ ესმოდა... ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იყო დედა, რომელსაც ეს სიტყვები წამოსცდა, და შვილი, რომელმაც ეს გაიგონა...
ნამდვილი წინსვლა მოხდა მაშინ, როცა მარტინი 25 წლის გახდა. სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ბიჭს დღისით ტოვებდნენ ხოლმე, თერაპევტმა შენიშნა, რომ პაციენტი გონს
მოვიდა: მიმიკა, თავის დაქნევა, მხედველობითი კონტაქტის დამყარების მცდელობები. სამხრეთ აფრიკის დედაქალაქის ალტერნატიული კომუნიკაციის ცენტრში ბიჭმა უამრავი ტესტი გაიარა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის ადეკვატურად რეაგირებდა და ცნობიერებაც ჰქონდა. ფრთებშეხმულმა დედამ მუშაობას თავი დაანება და მთელ დროს შვილთან ატარებდა: მისი დახმარებით მარტინმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა აითვისა, რომლითაც მას შეეძლო ნოუთბუქის მეშვეობით "ელაპარაკა".
იხილეთ გაგრძელება