"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სოფელში დაწყებითი სკოლა დახურეს, - იხსენებს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, - ლინამ და ინამ მაშინ დაამთავრეს პირველი კლასი. თუმცა ცოტა ჩამორჩენილები იყვნენ, პროგრამას ვერ
ასე გამოკეტეს დები სახლში. ოცი წელი ოთხ კედელს შორის გაატარეს. როგორც ექიმები ამბობენ, ლაპარაკი სულ რომ არ დაავიწყდათ და მთლად არ გაგიჟდნენ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ორნი იყვნენ. შეკითხვების უმრავლესობაზე ერთი პასუხი აქვთ: "არ ვიცი". არ იციან არც იმ ქალაქის სახელი, სადაც მათი დედა ცხოვრობს. არ იციან, რა დრო გაატარეს განდეგილობაში, რატომ გააკეთა მამამ ეს, რა ასაკისანი არიან და საერთოდ, რომელი წელია ახლა.
- მამა ყოველდღე მიდიოდა და ბოქლომით გვკეტავდა გარედან, - ამბობს ლინა, - მე და ინამ ერთხელ ვცადეთ ფანჯრიდან გადაძრომა, მაგრამ მეტისმეტად ვიწრო ჭრილია...
26 წლის დებს მხოლოდ მაშინ უდგებათ თვალებში პატარა ნაპერწკალი, როცა სერას იხსენებენ – ძაღლს, რომელიც მათი ერთადერთი მეგობარი იყო და მათთან ერთადაც კი ეძინა.
გოგონები ერთმანეთის სიახლოვემ გადაარჩინა მხოლოდ, თორემ მარტო რომ ყოფილიყვნენ, ვერ გადარჩებოდნენ, ფსიქიკურად მაინც, ერთად კი, როგორც ამბობენ, რაღაც გათვლებს თამაშობდნენ ან საფეხურებზე ხტებოდნენ ხოლმე. ბედნიერება ეწვეოდათ, თუ მამა შემთხვევით ძველ ჟურნალებს ან წიგნებს მიუტანდათ. გოგონებისთვის არავის წაუკითხავს ზღაპრები, არავინ ელაპარაკებოდა. მამა ძირითადად გარეთ იყო, სახლშიც უმთავრესად დუმდა.
გოგოები ტანსაცმელს არ რეცხავდნენ – როცა მეტისმეტად ჭუჭყიანდებოდა, უბრალოდ აგდებდნენ. ძირითადად მამის გამონაცვალი ძველი სამოსი ეცვათ. მამა ხანდახან აბანავებდათ ძველ ტაშტში. თავადვე ჭრიდა თმას. რაც შეეხება ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ამისთვის სპეციალური ვედრო ჰქონდათ, რომლის შიგთავსს კაცი პირდაპირ ეზოში ღვრიდა. ტუალეტი სახლს არც ეზოში აქვს.
იხილეთ გაგრძელება