ნამდვილად არ უჩივიან – ერთმანეთის მიყოლებით მიდიან "გამოცდაზე" და განიცდიან ტკივილებს.
როგორ ხდება ამ ტკივილის შეგრძნება? მუცელზე მაგრდება გადამცემები, რომლებიც ელექტროიმპულსებს გადასცემენ. ჯერ ადამიანი უმნიშვნელო ჩხვლეტას გრძნობს, თუმცა ყოველ წუთს ექიმი ძაბვას ზრდის. ბოლო –
"სიტყვებით ვერ აღწერ, ეს ნამდვილი წამებაა. ახლა ვიცი, რა მძიმეა ბავშვის გაჩენა. ასე რომ, ალბათ უკეთ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საყვარელ ცოლებზე", - ამბობს ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე.
"ახლა ჩემს ქმარს უფრო დავუახლოვდი. კაცებს რატომღაც არ ესმით, რა არის მშობიარობა. მათთვის ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და მარტივია, არადა, ასე არ არის", - კვერს უკრავს მას ცოლი.
მამაკაცებისდა სასიხარულოდ, ექსპერიმენტის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეიძლება. ზოგიერთი 5 წამსაც ვერ უძლებს. არადა, ნამდვილ შეტევებს და ტკივილებს ქალები ხანდახან საათობით იტანენ.
თქვენ გამოცდიდით ამ ტკივილს, საშუალება რომ გქონდეთ და თქვენი ცოლის ადგილას დააყენებდით თავს?
იხილეთ გაგრძელბა