17 იანვარი, 2015
პარაზიტები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს საწოლში და მის სიახლოვეს
ჩემი სახლი - ჩემი ციხესიმაგრეა, ხოლო საწოლი - მთავარი ბასტიონიაო, - ასეთ რამესაც გაიგებთ და ასეც არის. თუმცა "ციხესიმაგრეში" მილიონობით მიკროორგანიზმი ცხოვრობს, რომელთაც შეუძლიათ პროვოცირება გაუწიონ სხვადასხვა სერიოზულ დაავადებას. ასე რომ, სანამ ეცდებით დაემალოთ სხვადასხვა პრობლემას საბნის ქვეშ, დარწმუნდით, რომ იქ რაიმე საზიზღარი არსება არ გელოდებათ.

ბაქტერიები თეთრეულში
გიფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, რა ზიანს აყენებს ძილს უსუფთაო თეთრეული და ბალიშისპირი? ამერიკელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: აიღეს ანალიზისთვის 50 სტუდენტის ბალიში 25 კოლეჯიდან. ყოველ მათგანში აღმოაჩინეს
350 000(!) ბაქტერიის კოლონა და 91 000 სოკოს უჯრედი. ყველაზე დიდი რაოდენობით იყო დიზენტერიის გამომწვევი ბაქტერიები, ცხვირ-ხახის ბაქტერიები Mორახელლა ცატარრჰალის, რომელიც იწვევს ბრონქიტს და პნევმონიას. ასევე ჩლადოსპორიუმ მოლდს-ის სპორები, რომლებიც პროვოცირებას უწევენ ალერგიას. ამ ალერგენებთან ბრძოლა შეიძლება მდუღარე წყლით და ხანგრძლივი დაუთოვებით. ეს ყველაფერი მეტად საყურადღებოა მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი. რეკომენდებულია ბავშვებს და მოხუცებს თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც გამოვუცვალოთ და აუცილებლად დავაუთოვოთ.

მტვრის ტკიპა მატრასში
ეს პარაზიტი მატრასში, ბალიშსა და პლედებში ცხოვრობს, თბილი და ნოტიო გარემო ხომ მისთვის ნამდვილი სამოთხეა. სტატისტიკურად, ყველა საწოლში ბინადრობს 2 მილიონი ბაქტერია. ისინი თვალით უხილავი არიან, მათ მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ დაინახავთ. ამიტომ ნუ ეცდებით გადმოქექოთ თქვენი საწოლები. ისინი სისხლს არ სვამენ, არც იკბინებიან. სამაგიეროდ იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ალერგია, კონიუქტივიტი, ხველა, სურდო, ასევე კანის დაავადებებს, რომელიც მიმდინარეობს გამონაყარითა და ქავილით.
როგორ ვებრძოლოთ მტვრის ტკიპებს? ეცადეთ ოთახში ტენიანობა შეინარჩუნოთ 30-50%, რეგულარულად დაასუფთავოთ საძინებელი და საწოლის მატრასი სველი წესით. გამოიყენეთ 20%-იანი მარილხსნარი ან ქლორის შემცველი სარეცხი საშუალებები. ზამთარში ეზოში ან აივანზე პლედები და ბალიშები ხშირად გაიტანეთ რამდენიმე საათით. სიცივეში ტკიპები კვდებიან. ტანსაცმელი, რომელსაც სეზონურად არ იყენებთ, მოათავსეთ ცელოფნის პაკეტებში და ისე შეინახეთ.

შავი ობი კედელზე
საწოლი მჭიდროდ გაქვთ მიდგმული კედელთან? შეამოწმეთ, ხომ არ არის კედელზე შავი ლაქები? ეს კედელში დაბუდებული მიკროორგანიზმებია Aსპერგილლუს ნიგერ, რომელიც იწვევს ალერგიას, ასთმას და აზიანებს სასუნთქ სისტემას. სასურველია ასეთ შემთხვევაში კაპიტალური რემონტის გაკეთება, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, პულივიზატორით მიასხით ჩაის ხის ზეთი - გაზავებული 1 ჭიქა წყალში. ამის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი, სოდა, წყალბადის ზეჟანგი. დასუფთავების დროს გამოიყენეთ არა მარტო ხელთათმანები, არამედ რესპირატორიც.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS