18 იანვარი, 2015
პროფესიები, რომლებიც 6 წელიწადში აღარ იარსებებს
სტრატეგიული ინიციატივების სააგენტომ ანალიტიკოსებთან ერთად შეადგინა იმ პროფესიების სია, რომლებიც უახლოეს 8 წელიწადში აღარ იქნება საჭირო. ''მოძველებული'' პროფესიების სია ბევრს დასწყვეტს გულს  ეს, ძირითადად, ის პროფესიებია, რომელთაც კომპიუტერები უწევენ კონკურენციას და დაახლოებით 2020 წლისთვის აქტუალური აღარ იქნება.

ნოტარიუსი - ეს პროფესია მოძველდება, რადგან გაცილებით მარტივი გახდება საბუთების ინტერნეტის მეშვეობით გაფორმება და საბანკო ოპერაციების ასევე ინტერნეტით განხორციელება, ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით.

ტურაგენტი - შუამავლების გარეშე მოქმედი ინტერნეტ-სერვისები ტრანსფერისა თუ საცხოვრებელის შესარჩევად იმდენად მრავალფეროვანია, რომ ტურაგენტების საჭიროება მალე აღარ
იქნება.

ბიბლიოთეკარი, არქივარიუსი - ყველა ბიბლიოთეკა და არქივი მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვდება, მსურველს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ ბიბლიოთეკასთან მიუწვდება ხელი და ეს პროფესია თანდათან უსარგებლო გახდება.

პროვიზორი
- აფთიაქებიც ინტერნეტით მუშაობაზე გადავლენ, რადგან მყიდველების უმრავლესობა შეძლებს წამლების ონლაინ-შერჩევას, დამოუკიდებლად ან ექიმის რეკომენდაციით. პროვიზორი აფთიაქში მხოლოდ იმ მცირერიცხოვანი ადამიანებისთვის იქნება საჭირო, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ ინტერნეტით თვითმომსახურებას.

კოპირაიტერი - მონაცემთა ბაზებთან ჩართული პროგრამები თავად მოახდენენ მითითებული ლიტერატურული ფორმისა და საჭირო შინაარსის ტექსტების გენერირებას.

გამომცდელი - ეს პროფესია ეგზოტიკად იქცევა, რადგან რობოტები, სიმულატორები და კომპიუტერული მოდელირება ადამიანს უამრავი სხვადასხვა სირთულის ცდისას სრულიად ცვლის.

სისტემური ადმინისტრატორი - ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს საშუალებას მისცემს, სრულად და მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად აღმოფხვრან სისტემური ხარვეზები.

ბანკის ოპერატორი -
საბანკო ოპერაციები მთლიანად გადავა ქსელში, ნაღდი ფულის მისაღებად კი ბანკომატები არსებობს. ბანკების დარჩენილი თანამშრომლები მხოლოდ იმ ადამიანებს მოემსახურებიან, რომლებიც ვერ შეძლებენ ახალ ტექნოლოგიებთან მორგებას.

ანალიტიკოსი
- დროთა განმავლობაში ანალიტიკოსებსაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამები შეცვლიან.

ახალი ამბების ჟურნალისტი - ტექსტის გადათარგმნისა და დაწერის პროგრამები შეცვლიან იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ღია წყაროების მიხედვით ახალ ამბებს წერენ. ''ბლუმბერგმა'' უკვე შეცვალა თავისი ბევრი ჟურნალისტი პროგრამით, რომელიც ბირჟის ახალ ამბებს წერს. საავტორო ჟურნალისტიკა მოთხოვნადი იქნება.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ვაკო
ნოტარიუსის პროფესიაზე არ დავეთანხმები, დანარჩენი კიდევ შეიძლება.
16:46 / 05-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვააა რა დასკვნები გაგიკეთებიათ :))))
16:05 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სამაგიეროდ გაჩნდება ახალი ვაკანსიები, IT- სფერო ძალიან მოთხოვნადია, ამდენ კომპიუტერიზირებულ მომსახურებას მაინც დასჭირდება თავისი თანამშრომელი.
17:49 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ადამიანი თუ იქნება საჭირო? მე რამდენადაც ვიცი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ირანიც, შეგნებულად არ ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ ადამიანებს ქონდეთ სამუშაო ადგილები არსებობისათვის.
12:40 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS