16 იანვარი, 2015
"ალბათ უკვე დიდი ხანია ვიმსახურებ ტყვიას ყველასგან, ვისაც არ ვემსახურე: პაპაჩემისგან, მამაჩემისგან, ჩემი ძმისგან..."
ერთხელ თეატრალურში ჩემმა ერთმა ლექტორმა (ქალმა) ასეთი რაღაც გვითხრა: ჩამოდიან ვიღაცები სოფლიდან და ფემინისტები ხდებიანო. და ჩემი დაქალებიო აქ, თბილისის გარკვეულ უბნებში (ხვდებით ალბათ) ქმრებს და შვილებს უვლიანო, უპრეტენზიოდო.

ხმა ვერ ამოვიღე მე. ბავშვი ვიყავი და რაღაცნაირად ჩუმი. არადა ათი წელი გავიდა იმის მერე და არ მავიწყდება, თავში მიტრიალებს, რომ ვერ ვუთხარი. ვერ ვუთხარი, თუ გინახავს-მეთქი შენ ის ქალები სოფლებში. თუ გინახავს, როგორ დგებიან უთენია და შუაღამემდე ბერდებიან, თუ გინახავს, როგორ დადიან კაცებთან ერთად სათიბში
თუ სახნავ-სათესად, ეზიდებიან ფიჩხს, ჩეხავენ შეშას, უვლიან ძროხებს, ხელები მიწის შავ-შავ ბელტებს მიუგავთ, წამოიკიდებენ მძიმე ტომრებს ხან რით სავსეს და ხან რით და დაათრევენ კილომეტრებზე, და როცა იმათი კაცები ტახტზე წამოგორდებიან, ან დასხდებიან და სვამენ, იმათი საქმე არ მთავრდება, და ხმას თუ ამოიღებენ რამეზე, ან კაცების საუბარში ჩაერევიან - მტრისას: ეს ქალის საქმე არ არისო, ქალო ენა გააჩუმეო, ქალის ენა გაერია და იმიტომ აირია ის ამბავიო. ქალის ჭკუაო. შენ ბალღები გააჩუმეო. ხინკალი მოახვიეო. მერე არც იფიქრო, გვერდზე მოგვიჯდეო. ავდგებით და გადღეგრძელებთო, სულ ბოლოსო.

და ცხოვრობენ ის ქალები ასე. ჩუმად. როცა ურტყამენ, მაშინაც არ იღებენ ხმას: ქალმა უნდა შეუნახოს ოჯახს ნამუსი. გაიგებს ვინმე და იტყვის, მაგის ბრალი იქნებაო, ქალისო. რატო არ დაეგდება ჭკვიანადო.

ხევსურეთში კაცისთვის რომ ეკითხათ, რამდენი შვილი გყავსო, ამდენი შვილი და ამდენი ქალიო, იტყოდა. ქალიო ჰო, შვილებში არ ერია ის ქალი. და განა ეხლა აღარ არის ეგრე. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, ბიჭს ელოდებით თუ გოგოსო. ბიჭსო, და აბა რა, აბა რა, ეგრე გულიანად ნაკეთები ბიჭი იქნება, მაშ როგორო. ეს ვითომ ხუმრობით, ჰო, მაგრამ გჯერათ რომ ხუმრობით?

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლია
მამა ამბობდა 3 მილიონის პატრონი ვარო. თითო მილიონად ჩემს ძმებს აფასებდა. ნახევარ-ნახევრად მე და ჩემ დას. ახლაც მწყინს რომ მაგონდება.....
10:52 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
რა გჭირთ, ისეთი ოჯახები არ გინახავთ, გოგოებს მინიმუმ პატივს რომ სცემენ და მაქსიმუმ აღმერთებენ? მე მინახავს და უფრო მეტიც, ვიდრე ბიჭებზე გადაყოლილი ოჯახები...
17:21 / 15-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
არ ვიცი რას ცდილობ შენი ნაწერით,მაგრამ მთაში სხვა პრობლემები ვერ ნახე,იქ სადაც დაიბადე და გაიზარდე?მთაში გაზრდილი კომპლექსებიანი ნუ იქნები!
16:24 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალო
რაღაცეებში ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ საბოოლოო ჯამშია ამ სტატიის ავტორი ფემინისტი კიარა კომპლექსებიანი და ცოტა უვიციც კია. მორჩილება და პატივისცემა არ ნიშნავს მონობას და შეურაცხყოფას. ყველას ერთნაირი არც მშობლები ჰყავს და არც დედმამიშვილები.ამიტომ ცალკეულ ადამიანებტან ნუ გავაიგივებთ მთელს ქართველ საკაცეთს.
13:04 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
უდიდეს პატივხ ვცემ ლია ლიქოკელს სითამამისთვის,პირდაპირობისთვის და რეალობის ასე ზუსტად წარმოჩენისთვის! შესანიშნავია,რაც დაწერა ამ ადამიანმა და რაც შეიძლება,ბევრმა ქალმა უნდა წაიკითხოს,რომ არასოდეს იყვნენ ნივთები თავიანთი მამაკაცების გვერდით,სულ ერთია ძმა იქნება ეს,მამა,პაპა,ქმარი,თუ საკუთარი შვილი-ბიჭი....
12:38 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS