ხმა ვერ ამოვიღე მე. ბავშვი ვიყავი და რაღაცნაირად ჩუმი. არადა ათი წელი გავიდა იმის მერე და არ მავიწყდება, თავში მიტრიალებს, რომ ვერ ვუთხარი. ვერ ვუთხარი, თუ გინახავს-მეთქი შენ ის ქალები სოფლებში. თუ გინახავს, როგორ დგებიან უთენია და შუაღამემდე ბერდებიან, თუ გინახავს, როგორ დადიან კაცებთან ერთად სათიბში
და ცხოვრობენ ის ქალები ასე. ჩუმად. როცა ურტყამენ, მაშინაც არ იღებენ ხმას: ქალმა უნდა შეუნახოს ოჯახს ნამუსი. გაიგებს ვინმე და იტყვის, მაგის ბრალი იქნებაო, ქალისო. რატო არ დაეგდება ჭკვიანადო.
ხევსურეთში კაცისთვის რომ ეკითხათ, რამდენი შვილი გყავსო, ამდენი შვილი და ამდენი ქალიო, იტყოდა. ქალიო ჰო, შვილებში არ ერია ის ქალი. და განა ეხლა აღარ არის ეგრე. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, ბიჭს ელოდებით თუ გოგოსო. ბიჭსო, და აბა რა, აბა რა, ეგრე გულიანად ნაკეთები ბიჭი იქნება, მაშ როგორო. ეს ვითომ ხუმრობით, ჰო, მაგრამ გჯერათ რომ ხუმრობით?
იხილეთ გაგრძელება