15 იანვარი, 2015
4 ჩვევა, რომელსაც სიღარიბისკენ მივყავართ
სიღარიბე თურმე ჩვენს ჩვევებზეც ყოფილა დამოკიდებული. არსებობს ჩვევათა გარკვეული ჯაჭვი, რომლებიც სიღარიბისკენ მიგვაქანებენ. თქვენშიც ხომ არ გაიღვიძეს ამ მავნე ჩვევებმა? წაიკითხეთ და გადაამოწმეთ, გიშლიან თუ არა ხელს თქვენი ჩვევები ფინანსურ კეთილდღეობაში.

1. საკუთარი თავის სიბრალული

ამა თუ იმ მიზეზით ან სულაც უმიზეზოდ საკუთარი თავის შებრალების ჩვევა, ნებისმიერ პრობლემას საყოველთაო კატასტროფის რანგში აიყვანს. როცა საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენის ხარ, წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს სულისკვეთება ყოველთვის სიღარიბისკენ წაგაჩანჩალებს. პრობლემები და ნაკლოვანებები გამოცდილების შესაძენად და გასაძლიერებლად უნდა გამოიყენოთ.
საკუთარი თავის შეცოდების და გაჭირვების გამართლების მიზეზების პოვნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ეს სიკეთისკენ არ წაგიყვანთ. ეს უპასუხისმგებლობა უფროა, უპასუხისმგებლობა კი სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზია. ამას მოაქვს ცუდი სამსახური და დაბალი ანაზღაურება.

2. ყველაფერზე ეკონომიის კეთების ჩვევაც საღარიბისკენ მიმავალი გზაა

ეკონომია საჭიროა, მაგრამ გონივრულად. ჭკვიანი ადამიანი წინსვლისთვის საჭირო ნივთებსა და სერვისებში ფულს არ იშურებს (რა თქმა უნდა, თუ აქვს), სამაგიეროდ ფულის დაზოგვა საკუთარი თავის კომფორტზე შეგიძლიათ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იარეთ მეტროთი და დაუწიეთ გათბობას, სამაგიეროდ კვალიფიკაციის ასამაღლებელ საუკეთესო კურსზე ჩაეწერეთ.
ნურასოდეს გექნებათ ორიენტაცია "რაც შეიძლება იაფ" და უხარისხო ნივთებზე. აზროვნებით - "მეტი რა საჭიროა" - საკუთარ თავს თავად იმეტებთ მუდმივი სიღარიბისთვის.

3. სიღარიბისკენ წახვალთ, თუ მეორე უკიდურესობა გახასიათებთ - იმაზე მეტის ხარჯვა, ვიდრე შოულობთ

აქედან მოდის კრედიტების აღების ჩვევა, ვალები, რომელთა გასტუმრების პერსპექტივაც არ ჩანს. ასეთ დროს ფული არასოდეს არის საკმარისი. იმის განცდა, რომ მუდმივად ვალებში ხარ, სიღარიბეში ცხოვრების განცდას აჩენს.


იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS