წყვილების პრობლემა კარგად ჩანს იმ ბავშვის მაგალითზე, რომელიც მასწავლებელმა ცუდი საქციელის გამო საკლასო ოთახიდან გააგდო. მართალია, ბავშვი არ ყოფილა კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ კონფლიქტზე ისეთი რეაქცია გამოავლინა, რომ მასწავლებელს ცუდად
1. ადამიანები იცვლებიან
როგორც წესი, იმ ხალხზე ვქორწინდებით, ვინც მოგვწონს. და აი მოულოდნელი აღმოჩენაც: ადამიანები იცვლებიან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ უახლოეს ადამიანში ცვლილებები შენიშნეთ, ნუ შეშფოთდებით, ეს ნორმალურია, თქვენც იცვლებით. მთავარია ერთმანეთის მიმართ ყურადღება არ მოადუნოთ და უხილავი ბარიერი არ აღიმართოს თქვენ შორის. ცვლილებებიც ერთად უნდა განიცადოთ და ერთად "გაიზარდოთ". სიყვარული უკეთესობისკენ ცვლის ადამიანებს.
2. ბავშვური კომპლექსები
ყველაფერი, რაც გაწუხებს, შენს შიგნით იმალება. სხვა ადამიანი ვერც სირცხვილს გაგრძნობინებს და ვერც შენს კომპლექსებს გააღრმავებს. შენში თავისთავად იღვიძებს ეს გრძნობები. ბავშვობიდან ყველას მოჰყვება გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები და პარტნიორმა მათ გაღვიძებას ბიძგი მისცა, ეს მისი ბრალი არ არის. მეუღლეზე კი ნუ გაბრაზდებით, კონსტრუქციულობით უპასუხეთ. ასწავლეთ თქვენი განწყობის გაგება, აუხსენით, რა გაღიზიანებთ და რა იწვევს თქვენში უარყოფით ემოციებს.
3. ეგო
ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი ეგო, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში განვითარდა. თავდაცვის მიზნით ის ჩვენს გარშემო გადაულახავ ზღუდეს აშენებს, რომელმაც შეიძლება ბევრჯერ გადაგარჩინათ, თუმცა ოჯახში ეს კედელი სრულიად ზედმეტია.
ქორწინება შესანიშნავი გარემოა საკუთარი თავის შესაცნობად, საკუთარი ეგოს ტყვეობიდან თავის დასაღწევად. იყავით მაქსიმალურად გახსნილი, მეტი პატიება და ნაკლები შურისძიება, მეტი ბოდიში და ნაკლები ბრალდება თქვენს კავშირს უფრო მტკიცეს გახდის.
იხილეთ გაგრძელება