ესპანეთი
ახალი წლის ღამეს ესპანელები სახლიდან გამოდიან და ცენტრალურ მოედანზე ყურძნის საჭმელად მიეშურებიან. საათის ყოველ დარეკვაზე თითოეული ადამიანი ყურძნის ერთ მარცვალს მიირთმევს და სანუკვარ ოცნებასაც ჩაუთქვამს. ამ რიტუალზე, ტრადიციულად, უნდა იყოს ოსპი. ვინც მას ბევრს შეჭამს, ბევრი ფული ექნება. ესპანელები ახალი წლის ღამეს ტრადიციულ ნივრიან
საფრანგეთი
საფრანგეთში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს სისხლიანი ძეხვი. ამ დროისთვის ასუქებენ ბატებსა და ინდაურებს, კლავენ ღორებს და ძეხვს ამზადებენ. სისხლიანი ძეხვის გარდა, ტრადიციული კერძებია შემწვარი ბატი და ინდაური, შემწვარი ღორის თავი, ბარდა, ლობიო, ოსპი, კაკალი, წაბლი, ტკბილეული. ახალი წლის დადგომას პარიზელები ქუჩაში ელოდებიან, ბასტილიის მოედანზე ცეკვებს მართავენ. ახალი წლის დადგომას კი ერთმანეთს კოცნით ულოცავენ.
იტალია
იტალიელები ახალ წელს ხმამაღლა ყვირიან - ეს ოფიციალურად ნებადართულია. ყვირილითა და სიმღერით იტალიელები ძველ წელს აცილებენ. შუა ღამისას კი ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან - იქნება ეს ჭურჭელი თუ ავეჯი. საახალწლო ტკბილეულს თაფლითა და თხილით ამზადებენ. მიღებულია ოსპის წვნიანი და მოხარშული კვერცხებიც. ესპანელების მსგავსად, იტალიელებიც შენახულ ყურძენს მიირთმევენ. ყურძნის მარცვლები ოქროს მონეტებს წააგავს და ვინც ბევრს შეჭამს, ბევრ ფულს გამოიმუშავებს. იტალიაში ყურძენი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლოა.
დიდი ბრიტანეთი
საუკუნეების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე საშობაოდ განსაკუთრებულ ფაფას მიირთმევდნენ. მას ღორის ბულიონით ამზადებდნენ, უმატებდნენ პურის ნატეხებს, ქიშმიშს, ნუშს, შავ ქლიავს, თაფლს და სტუმრებს ცხელს მიართმევდნენ. შემდეგ მას იორკშირული პუდინგი დაარქვეს. დღეს მას `პუდინგი ცეცხლში~ ჰქვია და საშობაო სუფრის აუცილებელი კერძია. სუფრაზე მიტანის წინ კონიაკს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ. ბრიტანელები შობა-ახალ წელს აუცილებლად მიირთმევენ ინდაურს ხურტკმლის სოუსით, როსტბივს, საშობაო პუდინგს და სვამენ ბრენდის.
ბულგარეთი
ბულგარეთში საახალწლო სუფრა თევზის გარეშე წარმოუდგენელია. განსაკუთრებით კობრი უყვართ. სატენიან კობრს ჰაერღუმელში წვავენ და შემწვარ ხახვსა და ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს სიურპრიზებიანი ღვეზლები. მას შინდის კვირტებსა და მონეტებთან ერთად აცხობენ. ვისაც ერთი კვირტი შეხვდება, ჯანმრთელი იქნება, ვისაც ორი - ბედნიერი, ვისაც სამი - დაოჯახდება, ვისაც ოთხი - წარმატებული კარიერა ან კარგი განათლება ელოდება. ვისაც მონეტა შეხვდება, იგი ახალ წელს გამდიდრდება. გაჭრამდე ღვეზელს ყურადღებით აკვირდებიან, თუ თავზე ბევრი ბუშტუკი აქვს, ოჯახს დიდი ბედნიერება ელოდება.
პოლონეთი
პოლონეთში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს 12 კერძი - თვეებისა და მოციქულების რიცხვის მიხედვით. ამასთან ხორცი გამორიცხულია. საახალწლო კერძების მეფე პოლონეთში თევზია. მას სხვადასხვაგვარად ამზადებენ. თევზის თავი ოჯახის უფროსისთვისაა განკუთვნილი. ეს პატივისცემის ნიშანია. თევზის ქერცლს ოჯახის უფროსს საფულეშიც უდებენ - ახალ წელს ფულად უნდა იქცეს.
სხვა ქვეყნებში
იაპონიაში ახალ წელს ცივ საუზმეს მიირთმევენ, რომელიც ბედნიერების მომტანი ლობიოს, ბრინჯისა და ბოსტნეულისგან შედგება. მას ო-სეჩი-რიორის უწოდებენ. დანიაში მიირთმევენ ხილით გამოტენილ იხვს ან ბატსა და ბრინჯის პუდინგს, ნიდერლანდებში - კურდღელს, ირემს ან ფრინველის ხორცს. საბერძნეთში ინდაურს ღვინოში, ბელგიაში - ხბოს, ძეხვს სოკოთი. აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებში შობა-ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტი შემწვარი ინდაურია, სამხრეთში ხბოს ხორცს ანიჭებენ უპირატესობას. აშშ-ში თეთრ სახლში მზარეული `პრეზიდენტის ღვეზელს~ აცხობს, მისი რეცეპტი 200 წლისაა. ის პირველად აბრაამ ლინკოლნს დაუმზადეს და მას შემდეგ რეცეპტი გასაიდუმლოებულია.