31 დეკემბერი, 2014
7 ოქროს რჩევა ახალი წლის მხიარულება რომ არ ჩაიმწაროთ
რჩევები, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ, განსაკუთრებით დიასახლისებს ეხებათ. მართალია, ახალმა წელმა ჩაიარა, მაგრამ ზეიმი გრძელდება და სადღესასწაულო ციებ-ცხელებაში შეიძლება ისეთი შეცდომები დაუშვათ, რომლებმაც დღესასწაულის დღეები ჩაგამწაროთ და გუნება გაგიფუჭოთ. მაშ ასე, როგორ არ უნდა მოიქცეთ, მხიარულება რომ არ ჩაიმწაროთ.

1. დღესასწაულის შეხვედრას ნაკლებად ახლობელ ადამიანთა წრეში ნუ გადაწყვეტთ. ასეთ ადამიანებს ნურც შინ მიიწვევთ და ნურც თქვენ ეწვევით მათ. შესაძლოა, ისინი თქვენგან განსხვავებული ინტერესებისა და მენტალიტეტის მქონენი აღმოჩნდნენ და თავი გარიყულად იგრძნოთ.

2. არ არის აუცილებელი კერძების
სიუხვით თავის მოწონება. ამან შეიძლება არა მხოლოდ ფიზიკურად, ფსიქიკურადაც დაგღალოთ. დაიცავით ზომიერება. თუ მაინცდამაინც მრავალფეროვნებით გსურთ სტუმრების გაოცება, გირჩევთ, ზოგიერთი კერძი შეუკვეთოთ, უმჯობესია ფული დახარჯოთ და ძალები შეინარჩუნოთ, ვიდრე ქანცგაწყვეტილმა დღესასწაული ჩაიმწაროთ.

3
. ყველა დარჩენილი საქმის მაინცდამაინც შობა-ახალი წლის წინ დამთავრება საჭირო არ არის. აჩქარებამ შეიძლება სადღესასწაულო განწყობა გაგიფუჭოთ. კარგია, თუ გაგიმართლებთ, მაგრამ თუ ხელი მოგეცარათ? სადღესასწაულო ამაღლებულ განწყობას მარცხზე ფიქრით ნუ მოიშხამავთ.

4. ნუ დაურეკავთ ყოფილ პარტნიორს ან შეყვარებულს. რაოდენ კეთილშობილი სურვილიც უნდა გამოძრავებდეთ და გინდოდეთ, შობა-ახალი წლის წინ გულნატკენი არავინ დაგრჩეთ, ურთიერთობების გამოსწორებას დღესასწაულის წინ ნუ შეეცდებით. შეიძლება თქვენი ყოფილი ქმარი ან შეყვარებული უკვე ახალ პარტნიორთან ცხოვრობს, მართალია, თქვენ გსურთ მხოლოდ ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვოთ, მაგრამ მან შეიძლება უხეშად გიპასუხოთ: `...ცხოვრება დამინგრიე, წყეულიმც იყავ!~. ეს გუნებას კარგა ხნით გაგიფუჭებთ.

5. დღესასწაულზე შინ ნუ დაჯდებით. ადამიანის ფსიქიკა ვერ იტანს ერთფეროვნებას, მაშინაც კი, თუ ძალიან გსურთ ყველაფრისგან დასვენება და შინ ყოფნა. ერთი დღე ოთხ კედელში - ეს მაქსიმუმია. თუ არ გსურთ დღესასწაულის გაფუჭება, თავს ძალა დაატანეთ და გაისეირნეთ, წადით კონცერტზე, სტუმრად, კაფეში.

6. სტუმრებს დილიდანვე ნუ მიიწვევთ. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მთელი დღე სტუმრებთან გექნებათ ურთიერთობა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, საღამოსთვის რომელიმე მათგანი თუ გაგაღიზიანებთ, ფსიქიკასაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი. მხიარულების, სიხარულის, სადღესასწაულო განწყობილების რესურსები შეზღუდულია. გაუფრთხილდით მათ, დაზოგეთ. მგზნებარე მხიარულება და ცეკვები ზეიმის პირველი საათებისთვის შემოინახეთ.

7
. დილამდე ნუ მოილხენთ. ზომიერების გრძნობის დაკარგვა იქამდე მიგიყვანთ, რომ ნერვული სისტემა დაუძლურდება და დილას დეპრესიულ მდგომარეობაში შეხვდებით.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS