25 დეკემბერი, 2014
ცოლი გამოსაცდელი ვადით და ზედმეტად გათამამებული ბავშვები - ვაჟა-ფშაველა ხევსურთა დაუჯერებელ ტრადიციებზე
ქართველებმა წინაპრებისგან ბევრი ტრადიცია შემოვინახეთ. ბევრიც ისეთი წეს-ჩვეულება მიეცა დავიწყებას, დღეს შეიძლება ვერც დავიჯეროთ, რომ როდესმე ქართველთა ცხოვრების წესი ასეთი იყო.

დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა თავის წერილებში მთიელთა წეს-ჩვეულებებს ხშირად მოიხსენიებდა. როგორ ქორწინდებოდნენ ხევსურები? ვაჟას თუ დავესესხებით (წერილები: "ხევსურები", "ხევსურული ქორწილი"), მათი ქორწინების წესი საკვირველი იყო, რადგან, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ხევსურს ცოლი გამოსაცდელი ვადით მოჰყავდა.

"ხევსურების ჩვეულება ცოლის შერთვის შესახებ უფრო საკვირველია, ვიდრე ფშაველებ
ის წაწლობა. ვთქვათ, მოეწონა ხევსურს ქალი და უნდა მისი ცოლად შერთვა: ის გამოუცხადებს ქალს თავის სურვილს და თუ ქალიც დასთანხმდა, წამოიყვანს თავის სახლში. ჯვარისწერა ხევსურისათვის საჭირო არ არის. ქალი რჩება საქმროს ოჯახში ერთი წელი. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ "საშვილოდ" არა. ადევნებს თვალს, ქალი როგორ იქცევა სახლში, არის ნამუსიანი თუ არა. როდესაც დარწმუნდება, რომ დედაკაცი იმას მეუღლედ გამოადგება, მაშინ გამოუცხადებს ქმრობის სურვილს და შეინახავს და შვილსაც იყოლიებს. თუ ერთი ჭკუაში არ მოუვიდა, გააგდებს და ახლა სხვას მოძებნის მის მაგიერად".

ძველი ხევსურები თურმე ბავშვებს ძალიან ათამამებდნენ და თამბაქოს წევასაც არ უშლიდნენ:

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თეთრი საყელო.მ.ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი,ამ ნაწარმოებში მოგვითხრობს,ხევსურთა სექსუალურ წეს ჩვეულებებს.შოკში ვიყავი პირველად რომ წავიკითხე.... აქ აღწერილია თუ როგორ აკეთებენ სექსს ახალდაქორწინებული წყვილი,ოჯახის თვალწინ... და წაწლობის ტრადიცია.... იცით რა მაინტერესებდა ყოველთვის? ეს ყველაფერი მ ჯავახიშვილის ფანტაზია ხო არ იყო.დაბანის ნაცვლად,ღორის ქონს იზელენდნენო,ან თხისასო.და არასდროს ბანაობდნენო..... რა ვიცი,ფანტაზიორობდა ეს კაცი,თუ მართლა ეგრე იყო?
15:00 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS