24 დეკემბერი, 2014
ადამიანის ხასიათის გამოცნობა ტუჩების ფორმით და თმით შეგიძლიათ - საგანგებო რჩევები
ადამიანის ხასიათის გამოცნობა ფსიქოლოგებს მისი გარეგნული ნიშნებით შეუძლიათ. მაგალითად:

რაზე მეტყველებს ტუჩები

. თხელი, მოკუმული მშრალი ტუჩები გონიერ, მკაცრ გამომეტყველებას ანიჭებს ადამიანებს. მათთან ახლო კონტაქტის დამყარება ძნელია, რადგან ყველას არ ენდობიან, არც საკუთარ საიდუმლოს ამჟღავნებენ.

. რბილი, ოდნავ მოშვებული სველი ტუჩები სუსტი ნებისყოფის, მეოცნებე, სიყვარულის მაძიებელი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.

. ზედმეტად მოშვებული, უფორმო ტუჩები იმაზე მეტყველებს, რომ მათი პატრონი მოსულიყო, გონებაშეზღუდული ადამიანია.

. მსხვილი, ლამაზი ტუჩები ზედაპირულ, ვნებიან, ხარბ ადამიანებს აქვთ. ისინი საკუთარ ამბიციებსა და `მატერიალურ
სისუსტეებს~ გარეგნული მომხიბვლელობით ნიღბავენ.

. ბაფთისებური ტუჩები კეკლუც, მიმნდობ, მსუბუქ, გულუბრყვილო ადამიანებს აქვთ. ისინი მუდმივად სიყვარულს ეძებენ, რადგან პარტნიორს დიდხანს ვერ ინარჩუნებენ.

თმა

. ჟღალი თმა სასოწარკვეთილ, უიმედო, თუმცა თავზეხელაღებულ ადამიანებს აქვთ. ისინი საკუთარ უმწეობას გულღიაობითა და მოჩვენებითი სიმტკიცით ნიღბავენ.

. ოდნავ ხვეული თმა იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ წინაშე მგრძნობიარე, ცვალებადი, დახვეწილი პიროვნებაა.

. შავი, სწორი თმა შინაგან ძლიერებაზე, თავშეკავებულობასა და უფლებისმოყვარეობაზე მეტყველებს. მას, ვისაც ასეთი თმა აქვს, შეუძლია გრძნობათა შენიღბვა და სიყვარულისთვის ყოველთვის მზად არის.

. სწორი, ქერა თმა გონიერების, ეგოიზმისა და ფარული ცბიერების მანიშნებელია. ასეთი ადამიანები ინტელექტუალური, თუმცა არც ისე სანდო არიან. არ უყვართ ფიზიკური შრომა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS