19 დეკემბერი, 2014
ბიჭი, რომელსაც ექიმის ექსპერიმენტმა ცხოვრება დაუმახინჯა
დევიდ რეიმერი, ისევე როგორც მისი ტყუპისცალი ძმა, 1965 წელს დაიბადა ქალაქ ვინიპეგში (კანადაში). როცა რვა თვის გახდა, მშობლებმა ექიმთან მიიყვანეს წინდაცვეთისთვის. სკალპელის ნაცვლად ექიმმა რატომღაც ელექტროკაუტერი გამოიყენა (მოწყობილობა ელექტროძაბვით მოსაწვავად). პროცედურის დროს მან დევიდს შემთხვევით დაუწვა პენისი.

დარდით შეპყრობილი მშობლები ცნობილ ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ, რომელიც სექსუალურ იდენტიფიკაციას შეისწავლიდა. ექიმის რეკომენდაცია რადიკალური იყო – ბავშვისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია გაეკეთებინათ და გოგონასავით გაეზარდათ.

მშობლებმა მისდიეს პატივცემული პროფესორის რჩევას. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვის ბედი მანის ყველაზე
ნაკლებად აღელვებდა. მან უბრალოდ ხელიდან არ გაუშვა იდეალური შანსი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ "ბავშვის აღზრდა, და სულაც არა ბუნება, განსაზღვრავს ადამიანის გენდერულ თვითიდენტიფიკაციას და სექსუალურ ორიენტაციას". და ის გარემოებაც, რომ დევიდს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, მანის აზრით, ამ ჰიპოთეზის დადასტურების უნიკალური შესაძლებლობა იყო.

პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ დევიდი არანაირად არ თანხმდებოდა ბრენდად ქცევაზე. ბრენდა უარს ამბობდა კაბების ტარებაზე და ძმის მანქანებითა და პისტოლეტებით თამაში ერჩივნა, სულ არ აქცევდა ყურადღებას თავის თოჯინებს. სკოლაშიც სულ დასცინოდნენ, რადგან გოგოსავით ეცვა, მაგრამ ბიჭივით იქცეოდა.

სასოწარკვეთილმა მშობლებმა კვლავ მიაკითხეს მანის, მაგრამ მან ისინი დაარწმუნა, რომ ბავშვს უბრალოდ "რთული ასაკი" ჰქონდა და მალე გაუვლიდა. ამასობაში ის სამეცნიერო სტატიებს ბეჭდავდა თავის ექსპერიმენტზე, რომელიც აბსოლუტურ სამეცნიერო ტრიუმფად მიაჩნდა.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS