გაინტერესებთ, რა გელით ახალ, 2019 წელს, როგორი იქნება იგი თქვენთვის? აირჩიეთ ნაძვის ხის სათამაშო (ბევრი არ იფიქროთ) და წაიკითხეთ პასუხი.
1. მშვიდი და უდარდელი წელი გელით. შეხვდებით საინტერესო ადამიანებს და დროს მხიარულად გაატარებთ. წარმატებები გელით საზოგადოებაში, წვეულებებსა და დღესასაწაულებზე. თუმცა, სამსახურის საქმეებიც მოწესრიგებული გექნებათ.
საინტერესო მამაკაცებთან ნაცნობობა შეიძლება ან ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელ რომანში გადაიზარდოს, ან ქორწინებაში. წელს ყველა შანსი გაქვთ მოგზაურობის. ეს შეიძლება იყოს ავტოსტოპით
2. სურვილების ასრულების წელი გელოდებათ. ყველა საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება. თუმცა, წარმატებები მარტო კარიერაში არ გელით, პირადი ცხოვრებაც საინტერესო მომენტებით იქნება აღსავსე.
3. დროა, წარსულს დაემშვიდობოთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და პროექტები. გათავისუფლდით ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან და იმ ადამიანებსაც დაემშვიდობეთ, რომლებთან ურთიერთობაც გძაბავთ. დროა, მიხედოთ ჯანმრთელობას, ჩაიტაროთ პროფილაქტიკური მკურნალობა, გამოკვლევა. მეტად დაისვენეთ. შეიძლება შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. ახალ გარემოში ახალ მეგობრებს გაიჩენთ.
4. წლის დადგომისთანავე მოგეჩვენებათ, რომ სამყაროს თქვენ გარეშე არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნია. ყველას თქვენი დახმარება, რჩევა დასჭირდება. წელს ყველაზე გრანდიოზული და ორიგინალური იდეების განხორციელებას შეძლებთ, რაც სამომავლოდ წარმატებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
5. წარსულში შესრულებული სამუშაოს შედეგით ტკბობა გელით, მაგრამ არც წელს მოგიწევთ გულხელდაკრეფილს ჯდომა, - წარმატების შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოთ. კარგი წელია პირადი ცხოვრების მოსაწყობად, ოჯახის შესაქმნელად.
იხილეთ სრულად