18 დეკემბერი, 2014
საზოგადოება, სადაც ადამიანები ნაკლებად ეხვევიან ერთმანეთს, აგრესიული ხდება - რა შეუძლია ჩახუტებას
ჩახუტება იმაზე სასარგებლოა, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. კვლევები ადასტურებს, რომ ჩახუტება ადამიანებს ფსიქოლოგიურადაც ეხმარება და ფიზიკურადაც.
ცნობილი ფსიქოლოგის, ლუიზა ჰეის აზრით, სიცოცხლისთვის აუცილებელია დღეში 4-ჯერ ჩახუტება, რვა ჩახუტება სიცოცხლისუნარიანობისა და შრომისუნარიანობის მომატებას უწყობს ხელს, ზრდისა და განვითარებისთვის კი - 12 ჩახუტება ყოფილა სჭირო.
მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ქიმიური პრეპარატის, ენდორფინის შესწავლა დაიწყეს. ენდორფინები მორფინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც ხსნის ტკივილს და ეიფორიის განცდას იწვევს. კვლევები ადასტურებს, რომ ტვინის მიერ გამომუშავებული ეს ბუნებრივი "ნარკოტიკები" ხვევნისა და ჩახუტრებისას მატულობს.

ფსიქოლოგები
ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ადამიანს სხვა ცოცხალ არსებასთან კონტაქტი არ ჰყოფნის. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ახლობელი ადამიანი იქნება, უცნობი თუ უბრალოდ, კატა. ასეთი ასექსუალური კონტაქტის არარსებობა ადამიანს სიხარულის განცდას უქრობს, ისიც თავის ნაჭუჭში იკეტება, სიახლოვის შეგრძნებას კარგავს და რეალობას სცილდება.

არსებობს ტვინის ზონა, რომელიც აქტიურად მუშაობს ადამიანის კანთან შეხების საპასუხოდ. თუ ბავშვს არასაკმარისად ეფერებიან, ტვინის ეს ნაწილი ატროფირდება და მისი იმუნური სისტემა ზარალდება.

7 წლამდე ბავშვი, რომელსაც მოფერება და ჩახუტება აკლია, სხვისი შეყვარების უნარსაც ვერ გამოიმუშავებს. ასეთებისგან იზრდებიან ფსიქოპათები, სოციოპათები და ისეთი ადამიანები, რომლებიც ანტისაზოგადოებრივი ქმედებისკენ არიან მიდრეკილნი.

საზოგადოება, სადაც ადამიანები ნაკლებად ეხვევიან ერთმანეთს, აგრესიული ხდება.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS