12 დეკემბერი, 2014
ომარ ხაიამის 12 საუკეთესო ციტატა - ''ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე...''
დიდებული პოეტის და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსის ომარ ხაიამის ბიოგრაფია სავსეა საიდუმლოებებით და გამოცანებით. უძვეელს აღმოსავლეთში ომარ ხაიამს პირველ რიგში იცნობდნენ, როგორც დიდებულ მეცნიერს, მათემატიკოსს, ფიზიკოსს, ასტრონომს და ფილოსოფოსს.

თანამედროვე მსოფლიოში ომარ ხაიამი ცნობილია, როგორც ბრძნული აფორიზმების ავტორი, რომლებიც ორიგინალურობით გამოირჩევა და იუმორითაა გაჯერებული.

გთავაზობთ პოეტის გამონათქვამებს, რომელში გამოხატულმა სიბრძნეებმა საუკუნეებს გაუძლო.

1. ერთი ვერ გაარკვევს რა სურნელი აქვს ვარდს,
ვიღაც მწარე ბალახებიდან მიიღებს თაფლს,
ვიღაცას ხურ
დას მისცემ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს,
ვიღაცას კი ცხოვრებას მისცემ და ვერ გაიგებს.

2. რაც უფრო დაბალი სულის ადამიანია, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს.
ცხვირით მიიწევს, სადამდეც სულით ვერ გაიზარდა.

3. ვინც ტიროდა, მას სიცილი შეუძლია,
ვინც კვდებოდა, მან იცის, რომ ცოცხლობს.

4. ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა.
ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები გაზაფხული და ცისფერი ცა.
ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა...

5. ადამიანი თითქოს დედამიწაა სარკეში ასახული. ის პატარაა და ამავდროულად განუზომლად დიდი.

6. რაც უფო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ძვირფასია. ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ახლობლებს გავურბივართ.

7. ვაღმერთებთ მათ ვინც ჩვენი ღირსები არ არიან და ყველაზე ერთგულებს კი ვღალატობთ. ვისაც ვუყვარვართ, გულს ვტკენთ და თავად ბოდიშს ველით.

8. ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ დაიჭირე ყოველი წამი, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ.

9.
ნუ შეგშურდება იმის, ვინც მდიდარი და ძლიერია.
მზის ჩასვლას ყოველთვის მზის ამოსვლას მოჰყვება.

10. ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ჯობია, ვიდრე ის, რომ ცალმხრივად გიყვარდეს.
სიყვარულს თუ მუდმივად უანგაროდ გასცემ, თუ შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ვეღარ შეიყვარებ.

11. სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს.
ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ.

12. საკუთარი თავის ჩუქება, არ ნიშნავს, რომ გაიყიდო.
ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე.
სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას.
გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლალი
,,გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშა,რაგინდ მაღლა თახჩაშიაც დადო"
21:16 / 04-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ლიდია ცინცაძე
ომარ ხაიამი მოხეტიალე ბეწვმოსილი იყო ანუ ახლანდელ ენაზე სუფია.ასეთივე იყო შოთა რუსთაველი და მრავალი სხვა, ასევე ჩვენი ყარაჩოხელები
16:57 / 05-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS