05 დეკემბერი, 2014
"არ ხართ ვალდებული უბედურებას მარტო გაუმკლავდეთ'' - 15 გზა საკუთარი თავის შესაყვარებლად
გირჩევთ, შეიყვაროთ საკუთარი თავი, თუნდაც იმისთვის, რომ ცხოვრება საუკეთესოდ გაატაროთ. ასე რომ დაეხმარეთ თქვენ თავს. ღრმად ჩაისუნთქეთ და დღევანდელი დღის შემდეგ ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.

1. ყოველი დღე დაიწყეთ იმით, რომ საკუთარ თავს დადებითი რამ უთხრათ. მაგალითად ის, რომ სამსახურში თავს ყველაფერს კარგად ართმევთ, ან დღეს ძალიან კარგად გამოიყურებით. მოკლედ, უთხრით თქვენს თავს ისეთი რამ, რაც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

2. იკვებეთ ისეთი პროდუქტებით რომლებიც არამხოლოდ დაგანაყრებთ, არამედ ენერგიითაც აგავსებთ.

3. ყოველდღე დაკავდით სპორტით და ადრე თუ გვიან
თქვენ შეიყვარებთ იმ ძვირფას სხეულს, რომელშიც თქვენ დაიბადეთ.

4. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც საკუთარი შინაგანი ხმა გეტყვით. ყველა ადამიანში შინაგანი კრიტიკოსი, რომელიც ცდილობს, დაგიცვათ უსიამოვნებისგან. მაგრამ ის გვიცავს არა მხოლოდ პრობლემებისგან, არამედ ისეთი კარგი რაღაცებისგან, რაც შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში მომხდარიყო.

5. ისეთ გარემოში გაატარეთ დროის უმეტესი ნაწილი, სადაც უყვარხართ და თქვენი შთაგონების წყარო არიან. მათ ნება მიეცით შეგახსენონ, თუ რამდენად შესანიშნავი ადამიანი ხართ.

6. იზეიმეთ თქვენი გამარჯვებები. მნიშვნელობა არ აქვს გამარჯვება დიდი იქნება, თუ პატარა. შეაქეთ საკუთარი თავი და იამაყეთ.

7. იყავით რეალისტები. დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების ყოველ წუთს თავს ბედნიერად გრძნობდეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, გვაქვს ემოციები, ვუშვებთ შეცდომებს და ეს ნორმალურია. მიეცით თქვენს თავს იმის უფლება, რომ ადამიანი იყოთ.

8. წარსულში დატოვეთ ტკივილი. ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. მიაკითხეთ მათ, ვინც შეძლებს, რომ დაგეხმაროთ. როდესაც წარსულის ტკივილს დაივიწყებთ, მიხვდებით, რომ მხრებიდან დიდ ტვითს მოიშორებთ. თქვენ ეს ტკივილი თან არ უნდა ატაროთ, თქვენ გაცილებით მეტს იმსახურებთ.

9.
თავი აარიდეთ ყველანაირ ნერვებისმომშლელ პირად ურთიერთობებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თქვენ გაიძულებთ, რომ თავი დამცირებულად იგრძნოთ, არ იმსახურებს, იყოს თქვენი ცხოვრების ნაწილი.

10. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. გაასუფთავეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან და უბრალოდ იყავით ის, რაც ხართ.

11. იყავით მომთმენი, მაგრამ შეუპოვარი. გიყვარდეს საკუთარი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად გაიზარდო. ეს ხშირად უნდა გაუმეორეთ საკუთარ თავს.

12. შეეცადეთ გაიაზროთ, რას ფიქრობთ, რას გრძნობთ და რა გინდათ. ყოველდღე ეს საკუთარ თავს შეუთანხმეთ.

13. არსებობს ძველი და კარგი ანდაზა - მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ.

14. როდესაც თქვენ უბედურება დაგემართებათ, ისაუბრეთ თქვენს ოჯახთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან, მოკლედ ნებისმიერ ადამიანთან, რომლებიც შეძლებენ დაგეხმარონ, რთული პერიოდის დაძლევაში. თქვენ არ ხართ ვალდებული უბედურებას მარტო გაუმკლავდეთ.

15. ისწავლეთ ''არას'' თქმა. ეს არ გაქცევთ თქვენ ცუდ ადაქმიანად, სამაგიეროდ გაქცევთ ჭკვიანად.








FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ასდფ
უპრიანი იქნებოდა მასალის წყაროს მითითება. ინგლისურად წაკითხული მაქვს ეს და მსგავსი სტატიები.
01:03 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS