04 დეკემბერი, 2014
მამაკაცები გვირჩევენ: როგორ მოვაწონოთ მათ თავი საწოლში
ყველა მამაკაცს არ მოსწონს საძინებელში სანთლები და ვარდის ფურცლები. ისინი თავიანთ წესებს გვკარნახობენ.

მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი

იმისათვის, რომ მამაკაცს სექსი თქვენთან ნარკოტიკივით უნდებოდეს, ნელა და ლამაზად გახდა უნდა ისწავლოთ. ჯერ ტვინი უნდა გააქტიუროთ. უნდა დაანახვოთ მიმზიდველი სურათი, მოანდომოთ, მადა გაუღვიძოთ. როცა მამაკაცი ქალის შიშველ სხეულს ხედავს, სიამოვნების ჰორმონებს - დოფამინსა და ოკსიტოციტინს გამოჰყოფს. ხოლო თუ გახდის სცენას გააჭიანურებთ, მსუბუქ სტრიპტიზს მოაწყობთ, მამაკაცს სიამოვნებას უფრო გაუხანგრძლივებთ. აუჩქარებლად და ლამაზად გაიხადეთ სამოსი და არ დაგავიწყდეთ პარტნიორთან ვიზუალური
კონტაქტის დამყარება.

საპნის ოპერა

ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ტრისტამ ვიიატი ქალებს არ ურჩევს შხაპის მიღებისას მძაფრი შხაპ-გელებისა და საპნების გამოყენებას. მამაკაცმა თქვენი ბუნებრივი სურნელი უნდა შეიგრძნოს და შეიყვაროს და არა ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალები.

მუსიკალური პაუზა

ქალებს სექსუალურ რჩევებს ჯასტინ ტიმბერლეიკიც უმხელს. მისი აზრით, მამაკაცებს არ მოსწონთ სექსის დროს მუსიკის მოსმენა, რადგან თავისდაუნებურად ცდილობენ, მას ტაქტში აყვნენ. თუმცა, საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს აშერს. მისი აზრით, ზოგიერთი კომპოზიცია საკმაოდ აღმგზნებია. რეპერის სექსუალურ პროგრამაში პირველ ადგილზე კომპოზიცია Love You Gently დგას.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS