გაბი უილიამსს თავის ტვინის ანომალია აქვს, მისი მხედველობითი ნერვი მშობიარობის დროს დაზიანდა. გოგონას აქვს ასევე გულის მანკი, მგლის ხახა და ანომალიური საყლაპავი რეფლექსი, ამიტომაც ჩვეულებრივად ვერ იკვებება – მხოლოდ ცხვირში მიმაგრებული მილით იღებს თხევად საკვებს. გაბისთვის თითქოს ყველა უბედურებამ მოიცალა – ის მუნჯია და შეუძლია მხოლოდ ტირილი, ასევე გაუცნობიერებელი ღიმილი. ამდენი დაავადების ნაკრების გამო მას მუდამ ბავშვის სახე და სხეული აქვს.
მისი დაბადების შემდეგ მისმა მშობლებმა კიდევ ორჯერ გაბედეს შვილების გაჩენა – მათდა სასიხარულოდ, ორივე
შემდეგი შვილი ჯანმრთელი დაიბადა. ბოლო პერიოდში გაბისაც აღარ დაატარებენ ექიმებთან და მიიღეს ფაქტი, რომ გოგონა ვერასდროს განიკურნება.
მას უბრალოდ ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ დაავადებების სიმძიმე ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ და ცოტათი მაინც კარგად იგრძნოს თავი ოჯახურ გარემოში.
იხილეთ გაგრძელება