ხშირად ნაცრისფერი ყოველდღიურობა გვავიწყებს იმ მშვენიერ გრძნობას, რომელიც ერთ დროს ვიპოვეთ და რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ლამაზი ფერი შემოიტანა, გული აგვიძგერა და გვაიძულა, ხშირად გვეთქვა: "მიყვარხარ". მაგრამ შეიძლება დროის უკან დაბრუნება?
ერთ ჩახუტებას თურმე მეტი შეუძლია, ვიდრე სიტყვებს... მას ყველაფრის შეცვლა ძალუძს. არ არსებობს შემთხვევითი შეხვედრები და შემთხვევითი ადამიანები.ნუ გააუფასურებთ ყოველივე იმას, იმ მშვენიერს, რაც ერთად გადაიტანეთ, ხელჩაკიდებულებმა, გაიარეთ ეს განსაცდელიც, გადალახეთ და გაამყარეთ ურთიერთობები.
დააფასეთ ის, რაც გაქვთ. გაუფრთხილდით ერთმანეთს...
ეს ვიდეო სწორედ ამაზეა. მისმა ნახვამ ბევრ წყვილს გადააფიქრებინა ურთიერთობების გაწყვეტა. ზედმეტი სიტყვების და ახსნა-განმარტებების გარეშე, ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს, მოეფერეთ, აჩვენეთ ეს ვიდეო. სიყვარული და სითბო გაალღობს სიცივეს და გაუცხოებას...
იხილეთ ვიდეო