27 ნოემბერი, 2014
დედას, რომელმაც შვილს სასტიკად ცემა და კედელზე მიაბა, 99 წელი მიუსაჯეს
მორიგი გახმაურებული პროცესი დასრულდა ამერიკაში – 23 წლის ელიზაბეტ ესკალონას, ხუთი შვილის დედას, 99 წლით პატიმრობა მოუსაჯეს. ქალი დამნაშავედ ცნეს ბავშვთან სასტიკ მოპყრობაში. ქალმა, რომელიც ამჟამად ნარკოდამოკიდებულებისგანაც მკურნალობს, არა მხოლოდ სასტიკად ცემა თავის ქალიშვილს, მერე "სუპერ-წებოთი" მიუწება ხელები კედელზე. როგორც გაირკვა ძიების დროს, დედის მოთმინება თურმე მაშინ აივსო, როცა ბავშვს ვერაფრით ასწავლა ღამის ქოთანზე დაჯდომა.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ესკალონა კი – ციხეში.
პროცესზე, რომელიც ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართა, ქალი ამტკიცებდა, რომ გამოსწორდა და
აღარ არის მონსტრი, რომელიც მსგავს დანაშაულობებს სჩადიოდა. თუმცა მსაჯულებმა და პროკურორებმა არ დაიჯერეს ბრალდებულის სინანული და დედისთვის 45 წლით პატიმრობა მოითხოვეს. თუმცა მოსამართლე გაცილებით უფრო მკაცრი აღმოჩნდა...

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS