26 ნოემბერი, 2014
პარანორმალური მოვლენები - 4 წლის ბავშვს გარდაცვლილის სული ჩაუსახლდა
აშშ-ის საზღვაო ძალების აწ გარდაცვლილი სერჟანტი ვან ლუისი 1983 წლის 23 ოქტომბერს ბეირუთში ყაზარმის დაბომბვის დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს საოცარი სიზუსტით აღწერს 4 წლის ენდრიუ, რომელიც ქალაქ ვირჯინია-ბიჩში ცხოვრობს. დედამისი მიშელ ლუკასი ამბობს, რომ ბავშვის მტკიცებით, 23 ოქტომბერს ყაზარმაში ის გარდავიცვალა.
" ეს დღე ისე ახსოვს, როგორც საკუთარი სიკვდილის დღე. გარკვეულ მომენტში ტირილს იწყებს და ისტერიკულად ყვირის და რომ ვეკითხები, რა მოხდა, მპასუხობს, რატომ ვერ მიშველე, როგორ დავიწვი იმ ცეცხლშიო. ასეთი შეტევები დრო და დრო
აქვს. თვითონაც ეშინია ამ ხილვების", - ამბობს დედა. მისივე თქმით, ბავშვი ისეთ მოვლენებს იხსენებს, რომელთან შეხება შეუძლებელია, მას ჰქონოდა.
მსჰობლები
"ენდრიუს ხშირად ვეკითხები თავისი ხილვების შესახებ და მპასუხობს, რომ ჯორჯიის შტატში, სამტერის ოლქში ცხოვრობდა. დამოუკიდებლად ვცადე გამოძიების ჩატარება, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამიტომ ტელეშოუს Ghost Inside My Child-სმივმართე და ისინი დაგვეხმარნენ. მათი მეშვეობით მივაგენით იმ მეომრების ფოტოებს, რომლებიც აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

იხილეთ სრულად 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS