ცხრილში იპოვეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს ნიშნები, მათი კვეთის ადგილას მონახეთ სიმბოლო და წაიკითხეთ, ურთიერთობის რომელ ტიპს ეკუთვნის თქვენი ტანდემი.
ყვითელი (ურთიერთობა) – კავშირი, "მუხრუჭი"
ეს კომბინაცია ზედმეტ ასსნას არ საჭიროებს. ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი არ განიცდიან არანაირ პრობლემას ურთიერთობისას. მათ კარგად ესმით ერთმანეთის ხუმრობა, მშვიდად ხვდებიან ერთურთის უგუნებობას. თუმცა თუ ამ ორ ადამიანში სხვადასხვა პლანეტა არსებობს (მაგალითად,
ცისფერი (ოპოზიცია) – პერსპექტივა, სიყვარული/სიძულვილი, მიმზიდველობა
ხშირად შესაძლოა ზოდიაკალურ წრეში კლასიკური მაგალითი – "საპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ"- აღმოვაჩინოთ. ეს კავშირი, როგორც წესი, მარტივი არ არის. ზოდიაქოს ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებს საერთო იმასე მეტი აქვთ, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. ამ წყვილს აკავშირებს "ერთმანეთის სარკისებური ანარეკლი. ეს ურთიერთობა შესაძლოა, იყოს, როგორც პროდუქტიული და რომანტიკული, ასევე ეჭვიანობით გაჯერებულიც, მათთვის დამახასიათებელია – განშორებისა და შერიგების ზღვარზე ყოფნა. ადამიანებს, რომელთაც ბევრი ურთიერთსაპირისპირო პლანეტარული ენერგია აქვთ, ყოველთვის გააჩნიათ რაღაც ისეთი, რისი "შეთავაზებაც" შეუძლიათ მეორესთვის. არანაკლებმნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ კავშირში ენერგიების ცვლა – მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი ურთიერთობის პერსპექტივაზე და შეძლებთ იპოვოთ სულიერი კავშირი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ამ კავშირში მოხდეს – ურთიერთაუტანლობა და სიძულვილია.
ლურჯი (ტრინი) – "მოზღვავება", ჰარმონია
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ტრინში არსებობენ, ერთი სტიქიის ქვეშ არიან დაბადებულნი, იქნება ეს ცეცხლი, მიწა, წყალი თუ ჰაერი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ წყვილის ცხოვრებაში, ასევე მათ ტემპერამენტულ სიახლოვეში. ასეთ წყვილებს შორის არსებობს ძლიერი ინტუიტიური კავშირი და გრძნობა. და არა მხოლოდ სასიყვარულო, არამედ მეგობრულიც. პარტნიორებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ მიაღწიონ ჰარმონიას ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
წითელი (კვადრატი) – ბრძოლა, ენერგია
ჰოროსკოპის ნიშნებს, რომლებიც კვადრატის კომბინაციაში იმყოფებიან, ერთმანეთის მიმართ ორმაგი ურთიერთობა აქვთ. ერთის მხრივ, ისინი კარგად არიან ინფორმირებული პარტნიორის ბუნების შესახებ და კარგი ურთიერთობაც აქვთ, მეორეს მხრივ, ეს ურთიერთობა არასტაბილურია, პარტნიორები ურთიერთს აპროვოცირებენ. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი საყვარლებს შორის ხდება. როგორც უნდა იყოს, ამ წყვილს შორის დიდი შანსია, იყოს მყარი ურთიერთობა.
იხილეთ სრულად