24 ნოემბერი, 2014
მე ერთი უბრალო გოგო ვარ, მართლმადიდებელი, რომელიც დღეს 2 წლის შვილთან ერთად ეკლესიიდან გამოაგდეს
ბავშვები ზიარების დროს ტირიან, ჩემმაც იტირა გადავწყვიტე, რომ მოგიყვეთ. მე ახალგაზრდა დედა ვარ, მყავს 2 წლის ბიჭი, რომელიც დილით სასეირნოდ წავიყვანე. ეკლესია ჩვენს სახლთან ახლოს არის, როცა ვსეირნობთ, თითქმის ყოველდღე შევდივართ და ვანთებთ სანთელს. როგორც წესი, ამ დროს შიგნით არავინ არის, განსაკუთრებით მაშინ მიყვარს იქაურობა. რა თქმა უნდა, დღეს შიგნით ვერ შევედით, არც მიცდია. როგორც წესი, ბავშვები ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ და ამ მინდოდა, ვინმესთვის უხერხულობა შემექმნა. ზიარების დრო რომ მოვიდა, ტაძარში შევედით, ჩემი ფუმფულა, 17-კილოიანი
ბავშვი ხელში ავიყვანე და ძალიან წყნარად მივედით საზიარებლად. ახალი ამბავი არ არის, რომ ბავშვები ზიარების დროს ტირიან, ჩემმაც იტირა.

"- პატარა ბავშვი, ჩვილი, ვერ ხვდება, თუ რამხელა სიწმიდეს მიეახლება ის და იწყებს ტირილს, არ იღებს ზიარებას. წმიდა ნაწილი ძირს რომ არ დავარდეს, შეურაცხყოფა რომ არ მივაყენოთ უფალს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც ბავშვი ტირის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უარი უნდა ვუთხრათ ზიარებაზე, ის ჯერ ვერ აცნობიერებს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, მისი ტირილი არ არის იმის გამოხატულება, რომ არ უნდა ზიარება. პირიქით, მისი სული ელოდება, რომ მიიღოს სულიერი საზრდო", - ამონარიდი ერთ-ერთი მამაოს ერთ-ერთი ინტერვიუდან.

მამაომ, რომელიც აზიარებდა ბავშვებს მთხოვა, მკლავზე გადამეწვინა და ისე აზიარებდა ბავშვს. ამ დროს პატარას ტირილი მეორე მამაოს(წინამძღვრის) ყვირილმა გააათმაგა. ხელების ქნევით, "გაიყვანე აქედან დროზე, ვერ უნდა მიხვდე, რომ წაიყვანო? დროზეე!" ფაქტობრივად გამოგვაგდო ეკლესიიდან. იქ შეკრებილმა ეკლესიურმა ელიტამ თავის ქნევით და ნწუ-ნწუ-ს ძახილით გაგვატარა "სირცხვილის" კორიდორი. ძალიან მინდოდა დიდ ხმაზე ტრილი, მაგრამ თავი შევიკავე, არ მინდოდა, ჩემს 2 წლის შვილს ეკლესია უარყოფით ემოციასთან ერთად დამახსოვრებოდა...

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
დალი
სად დადიხართ ხალხო ასეთ სასწაულებს რომ წერთ?
18:12 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნ***
ჩემს 8 წლის ბიჭს ჯვარი ვუყიდე,ბავშვს ძალიან უნდოდა რომ ეკურთხებინა.ჩვენს სახლთან ახლოს მყოფ ეკლესიაში დავდიოდით ხოლმე შაბათი საღამოს ლოცვებზე.ლოცვები რომ დამთავრდა,ჩემი შვილი რამდენჯერმე მიირბინა წინამძღოლთან და სთხოვა,ჯვარი მიკურთხეო(მე ფული არ მქონდა თან და ეზოში ვიყავი,მომერიდა უფულოდ კურთხევა რომ მეთხოვა,ბავშვს კი ვერაფერი გავაგებინე,და არც გამიაზრებია ამას რა მოყვებოდა),მოკლედ,მამაომ დამიძახა და ერთი გვარიანად "შემსვა ვირზე",დედა არა ხარ,ბავშვი როგორ ვერ უნდა დააკავოო!მერე ისე დამადლებით აკურთხა,ფასი აღარ ჰქონდა.მერჩივნა,მიწა გამსკდომოდა,იქ მყოფმა საზოგადოებამაც ისე დამიწყო ცქერა,როგორც უვარგის ქალს,უღირს დედას და ა.შ.ჩემი ბიჭი ტირილით წამოვიდა ეკლესიიდან.მას შემდეგ საერთოდ დავკარგე ეკლესიაში სიარულის სურვილი,შემდეგ, თავს ვძლიე და ისევ იქ მივედი,2-3ჯერ,მაგრამ ის მამაო ისეთი სახით შემომხედავდა ხოლმე,მგონი ლოცვებზე დასწრების ღირსად არ მთვლის,უკვე კომპლექსი მაქვს იმ ეკლესიის მიმართ.სხვათა შორის,ის ჯვარი მალე დაკარგა ჩემმა შვილმა
01:22 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ჰო,ალბათ შეუმცდარი არავინაა,თუმცა კი გვინდა,რომ ჩვენს სულიერი მამები ჩვენ გვითითებდნენ შეცდომებზე! ჩემს მოძღვარს მეც ვთხოვე,იქნებ როგორმე მოეხერხებინა ჩვენთან სახლში მობრძანება და ჩემს სულიერად შეჭირვებულ ძმასთან გასაუბრება. მამაოს რჩევის შემდეგ იქნება ევლო კიდევაც ეკლესიაში... ვერაო,მამაომ ამიხსნა,ეკლესიის წესები არ გვაძლევს ნებას,თუ ფეხზეა,თვი-თონ უნდა გამოცხადდეს ეკლესიაშიო...ვერ შევეპასუხე ,თუმცა რომ იცოდეს და შეეძლოს..მამაო უდავოდ სწორია! ყველა თავისი მოწოდებით მიდის ღმერთთან..მაგრამ გზაზე დაყენებაც შეიძლება ალბათ როდესაც. ვერ ახერხებს ადამიანი !.. (
00:57 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ჯობია ჯერ გარემოს მიაჩვიოთ,ხშირად ატარეთ ტაძარში,უყუროს როგორ ეზიარებიან სხვა პატარები და თვითონაც მალე გამოთვას სურვილს ზიარებისას დამერწმუნეთ,ამის გამო არ დაბრკოლდეთ,პირიქით ხშირად იარეთ წირვა ლოცვაზე და ნაახავთ ხვთის მადლიც არ დააყოვნებს,წარმატებეს გისურვებთ
21:45 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ina
mec clis bavshvi amitirda saziareblad rom mivikvane da mamaom chven aset bavshvebs ar vaziarebto gamomicxda. "asetebshi" arvici ra igulisxma.
17:39 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS