24 ნოემბერი, 2014
მე ერთი უბრალო გოგო ვარ, მართლმადიდებელი, რომელიც დღეს 2 წლის შვილთან ერთად ეკლესიიდან გამოაგდეს
ბავშვები ზიარების დროს ტირიან, ჩემმაც იტირა გადავწყვიტე, რომ მოგიყვეთ. მე ახალგაზრდა დედა ვარ, მყავს 2 წლის ბიჭი, რომელიც დილით სასეირნოდ წავიყვანე. ეკლესია ჩვენს სახლთან ახლოს არის, როცა ვსეირნობთ, თითქმის ყოველდღე შევდივართ და ვანთებთ სანთელს. როგორც წესი, ამ დროს შიგნით არავინ არის, განსაკუთრებით მაშინ მიყვარს იქაურობა. რა თქმა უნდა, დღეს შიგნით ვერ შევედით, არც მიცდია. როგორც წესი, ბავშვები ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ და ამ მინდოდა, ვინმესთვის უხერხულობა შემექმნა. ზიარების დრო რომ მოვიდა, ტაძარში შევედით, ჩემი ფუმფულა, 17-კილოიანი
ბავშვი ხელში ავიყვანე და ძალიან წყნარად მივედით საზიარებლად. ახალი ამბავი არ არის, რომ ბავშვები ზიარების დროს ტირიან, ჩემმაც იტირა.

"- პატარა ბავშვი, ჩვილი, ვერ ხვდება, თუ რამხელა სიწმიდეს მიეახლება ის და იწყებს ტირილს, არ იღებს ზიარებას. წმიდა ნაწილი ძირს რომ არ დავარდეს, შეურაცხყოფა რომ არ მივაყენოთ უფალს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც ბავშვი ტირის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უარი უნდა ვუთხრათ ზიარებაზე, ის ჯერ ვერ აცნობიერებს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, მისი ტირილი არ არის იმის გამოხატულება, რომ არ უნდა ზიარება. პირიქით, მისი სული ელოდება, რომ მიიღოს სულიერი საზრდო", - ამონარიდი ერთ-ერთი მამაოს ერთ-ერთი ინტერვიუდან.

მამაომ, რომელიც აზიარებდა ბავშვებს მთხოვა, მკლავზე გადამეწვინა და ისე აზიარებდა ბავშვს. ამ დროს პატარას ტირილი მეორე მამაოს(წინამძღვრის) ყვირილმა გააათმაგა. ხელების ქნევით, "გაიყვანე აქედან დროზე, ვერ უნდა მიხვდე, რომ წაიყვანო? დროზეე!" ფაქტობრივად გამოგვაგდო ეკლესიიდან. იქ შეკრებილმა ეკლესიურმა ელიტამ თავის ქნევით და ნწუ-ნწუ-ს ძახილით გაგვატარა "სირცხვილის" კორიდორი. ძალიან მინდოდა დიდ ხმაზე ტრილი, მაგრამ თავი შევიკავე, არ მინდოდა, ჩემს 2 წლის შვილს ეკლესია უარყოფით ემოციასთან ერთად დამახსოვრებოდა...

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
nona
Minda chemi ambavi mogiyve da amit ganugesho. Pirvelad rom mivedi tadzarshi mec bevr aset dabrkolebas gadavawydi magram es yvelaperi borotis xrikebad chavtvale rom uari metqva tadzarshi siarulze da gavshorebodi dedaeklesias magram me guli ar gavitexe da mainc davdiodi tadzarshi. Ori weli arc agsareba matqmevines da arc maziares magram albad arc viyavi amis girsi upalma xom uket icis yvelaperi. Me mainc davdiodi tadzarshi da dges udzvirpasesi modzgvari myavs chemi sulieri mama romeltanac shemidzlia bolomde gulaxdili viyo da mivigo misgan siyvaruli da tanadgoma da rac yvelaze mtavaria veziarebi uplis sisxlsa da xorcs. Xandaxan aseti dabrkoleba imitom mogvecema rom gamovicadot tavmdablobashi da ramdenad gvinda viyot eklesiis wevri. Guli ar gaitexo tavi moimdable uplis winashe da kvlav midi tadzarshi. Shegidzlia sxva tadzarshi sxva modzgvartan mixvide. Tu iqac dabrkoldi wadi kidev sxvagan. Upali dainaxavs shens jiut swrapvas eklesiuri cxovrebisken da gapovninebs iset modzgvars romelic martla iqneba sheni sulieri mama B
15:54 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი შემთხვებვები უფლის ნებად და დაშვებად უნდა მივიგოთ და ვიფიქროთ რომ ეხლა ალბათ ესე იყო საჭირო, არათუ განკითხვაში ჩავარდეთ და საჯარო განცხადებები ვაკეთოთ, იმ მომენთში მორჩილად რომ მიგეღოთ მამაოს ნათქვამი და მისი ანკითხვა არ დაგეწყოთ გაცილებით უკეთესი იქნებოდა თქვენთვის, ღმერთმა შეგვინდოს და გაგვაძლიეროს ყველა. სამწუხაროდ სხვის შეცდომებს უფრო კარგად ვხედავთ ყოველთვის ვიდრე საკუთარს
12:04 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
შAლვა
ღრუზინი მამაო იქნებოდა ღიპიანი.
01:01 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ყველაფერი გავიგე,მაგრამ ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ რა იცით რატომ მოხდა ეს დაშვება. გისურვებთ წარმატებებს.
21:49 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ბიჭი
რა გიკვირთ?გუშინ გიორგობა დღეს ჯვრის მონასტრიდან გამოგვყარა მამაომ იკეტება დროზე მამაო გველოდებაო და სანთელი არ აგვანთებინა.არადა გვიანაც არ იყოს ასე საგამოს 6 საათი თუ იქნებოდა
20:28 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ომარი
ეს არის მორიგი ტალახი ეკლესიისკენ! თუ არა,დალოცვილო,იმ ეკლესიამ მიტევება არ გასჭავლა? თუ შენ მართლმადიდებელი ხარ, არ შეგიძლია ეს შენთვის დაიტოვო და საჯაროდ არ განაცხადო?!
20:17 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
Katherine
Sashinelebaa.udidesi codvaa im eklesiis msaxurta mxridan da asevee im brbos mxridan romlebic ar dagexmarnen da ar gamogekomagnen imito ro mshishrebi arian. Shen guls nu gaitexav,sxva eklesiashi cadi.sxva mamao mozebne nu miscem uplebas uvic sasuliero pirebs da mshishara brbos ro upaltan dagashoron shen da sheni patara.gtxov eklesia sheicvale da upali ar daivicko.im ugunurebis sakcieli ki daivicke.
18:36 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS