- მე. 852-ე ვარ, თქვენ 853-ე იქნებით.
- ღმერთო ჩემო, როდის მომიწევს!
- არ ინერვიულოთ, სწრაფად მიდის წინ. რას იღებთ მსხვერპლად?
- სიყვარულს. თქვენ?
- ჩემი პირად ცხოვრებას შვილებისთვის. შვილები ჩემთვის ყველაფერია. ოღონდ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. ყველაფერს გავიღებ ამისთვის. ქვრივი ვარ. ერთი კარგი კაცი მთხოულობდა, მაგრამ ბავშვებს მამინაცვალს ხომ არ მივუყვან სახლში? საყვარელი სამუშაოც მივატოვე, ვერ ვასწრებდი ბავშვების მოვლას და მუშაობას ერთად. საბავშვო ბაღში ძიძად მოვეწყვე, რომ ბავშვები თვალწინ მყოლოდა. ყველაფერი ბავშვებს,
- ვაიმე, როგორ მესმის თქვენი. მე კი ურთიერთობები მინდა შევწირო. გესმით, ქმართან უკვე აღარაფერი მაკავშირებს. სხვა ქალი ჰყავს. მეც სხვა მყავს... მინდოდა პირველი ქმარი წასულიყო, მაგრამ არ მიდის, შეგეჩვიეო... მეც მეცოდება. ჰოდა აი ვცხოვრობთ ასე...
უცებ გაიღო კარი და დაიძახეს: 852!
- აი, ჩემი რიგია. როგორ ვნერვიულობ. რომ არ მიიღონ ჩემი მსხვერპლი?
853 კი ისევ თავის რიგს ელოდება. დრო ნელა გადის. ამასობაში კაბინეტიდან 852 გამოვიდა.
- აბა, რაო, რა გითხრეს? მიიღეს მსხვერპლი?
- არა, აქ გამოსაცდელ ვადას აძლევენ თურმე. კიდევ მოიფიქრეო.
- რატომო? ამდენი ფიქრი რა საჭიროაო?
- რა ვიცი, საყვარელო. მკითხეს "დარწმუნებული ხართ, ეს ხომ სამუდამო გადაწყვეტილებააო". მე ვუთხარი: "ბაშვები დაიზრდებიან და ყველაფერს დამიფასებენ. მიხვდებიან, მათთვის დედამ რამხელა მსხვერპლი გაიღო". მერე მათ მითხრეს: "დაბრძანდით და ეკრანს შეხედეთ".. და უცნაური ფილმი დაიწყო ჩემს შესახებ. ბავშვები უკვე დაზრდილები იყვნენ. ვითომ გოგო გათხოვილია და ცხრა მთას იქით ცხოვრობს. ბიჭი კი თვეში ერთხელ მირეკავს. რძალი საერთოდ არ მცემს ხმას. შვილებს ვეუბნები, ჩემთან რატომ არ მოდიხართ-თქო. ისინი კი მეუნებიან, დედა, ნუ გაგვიჭირე საქმე. ვმუშაობთ, შენსავით მოცლილები კი არ ვართო... ამათაც მითხრეს, ხედავ, როგორ დააფასეს შენი მსხვერპლიო?! მე რაღა უნდა მეთქვა. კიდევ მოვიფიქრებ-მეთქი.
ამასობაში 853-ის რიგიც დადგა.
- ჩემი რიგია. ისე დამაბნიეთ... არ ვიცი, რას ვიზამ.
- მობრძანდით, დაბრძანდით. რა მოიტანეთ მსხვერპლად?
- ურთიერთობა.
- გასაგებია... აბა, მაჩვენეთ.
- აი, ნახეთ. ბევრი არ არის, მაგრამ ძალიან ძვირფასი და ლამაზია. სუფთა, შეუბღალავი. სულ რამდენიმე თვეა ერთმანეთი გავიცანით.
- რატომ გინდათ, რომ ეს ურთიერთობა მსვერპლად გაიღოთ?
- ოჯახი რომ შევინარჩუნო.
- ვისი ოჯახი, თქვენი? დაგრჩათ რამე შესანარჩუნებელი?
- როგორ გითხრათ... ქმარს დიდი ხანია საყვერელი ჰყავს. აქეთ-იქეთ დაძვრება, სულ ტყუილებშია გახლართული.
- მერე თქვენ?
- რა მე? ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა ავაწყვე...
- ანუ ქმარს სხვა ჰყავს, თქვენ - სხვა... და ოჯახი სად არის?
- მაინც ცოლ-ქმარი გვქვია. ნათესავების თვალში მაინც...
- ესე იგი სიყვარულზე თქვენი ნებით ამბობთ უარს?
- ამას ნებას არ დავარქმევდი.... სულ ვტირი და ვტირი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღე.
- თქვენი ნებაა. გადმოგვეცით მსხვერპლი.
იხილეთ სრულად