1. რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან ხშირად იმართება.
2. კოსმეტიკის გარეშე უფრო ლამაზად გამოიყურები.
3. იმ მამაკაცების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც მეუღლესთან ერთად თეატრში წასვლას მეგობრებთან ლუდის დალევას ამჯობინებენ.
4. ყოველდღიურად იმდენ ფულს მოგცემ, რამდენიც გსურს.
5. დედაშენი ათი წუთია გავიდა და სახლში უკვე მოწყენილობაა.
6. მხოლოდ ორი საათი მაქვს იმისთვის,
7. რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ქურქი, თუ შენ ძალიან მოგწონს.
8. მომწონს, როცა ისვენებ, მე კი საოჯახო საქმეებში გეხმარები.
9. რა თქმა უნდა, სექსზე მეტად მიყვარხარ.
10. თუ მანქანა გაგიფუჭდა, მზად ვარ, ჩემი დაგითმო, შენი კი გავარემონტო.
11. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი დაქალები გვიანობამდე რჩებიან ჩვენთან.
12. თამამად შეგიძლია გამოიყენო ჩემი მობილური ტელეფონი მეგობრებთან საჭორაოდ.
13. არ მინდა ახალი კოსტიუმი, ჯობია, შენთვის ძვირფასი სამკაული იყიდო.
14. რა თქმა უნდა, კრუიზიდან შენს დაბრუნებამდე აუცილებლად მოვასწრებ სახლის გარემონტებას.
15. მაშინაც კი, როდესაც წინდებს ვრეცხავ, ვფიქრობ, რა მეშველებოდა, შენ რომ არ შემერთე ცოლად.
კესო ლაღიძე