16 ნოემბერი, 2014
სექსზე მეტად მიყვარხარ -15 ფრაზა, რომლებსაც იდეალური მამაკაცი უნდა გეუბნებოდეთ
ქალბატონებს ყოველთვის ჰყავთ წარმოსახვაში საკუთარი პრინცი. ცხადია, რეალობა ბევრად განსხვავებულია, მაგრამ პარტნიორი იდეალურია, თუ ის საყვარელ ქალს შემდეგი ფრაზებით ესაუბრება:

1. რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან ხშირად იმართება.

2. კოსმეტიკის გარეშე უფრო ლამაზად გამოიყურები.

3. იმ მამაკაცების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც მეუღლესთან ერთად თეატრში წასვლას მეგობრებთან ლუდის დალევას ამჯობინებენ.

4. ყოველდღიურად იმდენ ფულს მოგცემ, რამდენიც გსურს.

5. დედაშენი ათი წუთია გავიდა და სახლში უკვე მოწყენილობაა.

6. მხოლოდ ორი საათი მაქვს იმისთვის,
რომ მოვისმინო, როგორ უნდა განაახლო გარდერობი.

7. რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ქურქი, თუ შენ ძალიან მოგწონს.

8. მომწონს, როცა ისვენებ, მე კი საოჯახო საქმეებში გეხმარები.

9. რა თქმა უნდა, სექსზე მეტად მიყვარხარ.

10. თუ მანქანა გაგიფუჭდა, მზად ვარ, ჩემი დაგითმო, შენი კი გავარემონტო.

11. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი დაქალები გვიანობამდე რჩებიან ჩვენთან.

12. თამამად შეგიძლია გამოიყენო ჩემი მობილური ტელეფონი მეგობრებთან საჭორაოდ.

13. არ მინდა ახალი კოსტიუმი, ჯობია, შენთვის ძვირფასი სამკაული იყიდო.

14. რა თქმა უნდა, კრუიზიდან შენს დაბრუნებამდე აუცილებლად მოვასწრებ სახლის გარემონტებას.

15. მაშინაც კი, როდესაც წინდებს ვრეცხავ, ვფიქრობ, რა მეშველებოდა, შენ რომ არ შემერთე ცოლად.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ეს მამაკაცია თუ ჩვარი?
23:17 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
UF
ნეტა არ ატრაკებდნენ. ნამეტანი არაფერი ვარგა. მე მაკმაყოფილებს ჩემი ქმარი, გადასარევი ადამიანია.
14:54 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სუნელა
ესეგი რა გამოდის, ცოლი გულაობს ბოლომდე და ქმარს დედა აგარ ყავს? და ეგეთ ქმარს ცოლმა რა უნდა გაუკეტოს ეგეც მიაწერეთ ერთი
14:25 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მახო
ეჰ გულით რომ არცერთ პასუხს არ ვეთანხმები:(
13:32 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გუგა
როგორც ვატყობ, ამ ცხოვრებაში მე არ მიწერია იდეალურ მამაკაცად გახდომა
00:17 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS