"თანამედრივე ახალგაზრდებს პრაქტიკულად გაუხდელად აცვიათ ფეხსაცმელი,
კედები
პრაქტიკულად ეს არის თხელ რეზინის ძირზე აგებული ქსოვილის ფაჩუჩი. მათი მთავარი ნაკლი ქუსლის არქონაა. მეტიც, მათ საერთოდ არ გააჩნიათ ძირზე რაიმე სახის რელიეფი. ბრტყელი ძირი ვერ უზრუნველყოფს მიწაზე დარტყმისას ტერფის ამორტიზებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სიარულისას გადადგმული ყოველი ნაბიჯი ხერხემლისთვის მიკროტრავმაა.
არამყარი ზედაპირის გამო ტერფის კუნთები სათანადოდ გამაგრებული არ არის და ამიტომ მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. ეს კი სხვადასხვა დარღვევას იწვევს. შესაბამისად, მთელი სხეულის სიმძიმე ტერფებზე არასწორადაა განაწილებული, რასაც ტკივილი და დეფორმაცია მოჰყვება.
უარეს შემთხვევაში ტერფები შიგნით შედის და ე.წ. ბატიფეხური სიარული იწყება. დროთა განმავლობაში დარღვეული სიარულის მანერა მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. იხრება მუხლები და მენჯის სახსრები. შემდეგ ხერხემლის პრობლემებიც იწყება.
უგები
მისი პრობლემაც სწორი, უქუსლო ძირი და მისგან გამოწვეული რისკებია. ამას ემატება რბილი კალაპოტიც, რომელიც სწრაფად დეფორმირდება ტერფის კონტურის მიხედვით, ქუსლი კი იოლად ტკეპნის ძირს და ნელ-ნელა დაბლა ეშვება. ამას ბრტყელტერფიანობა და ფეხების ტკივილი მოსდევს.იხილეთ
გაგრძელება