პირველი გამოსახულება ვატიკანში გამეფებულ პედოფილიას ეხება
კუბელი ფოტოგრაფის ერიკ რაველოს პროექტი "ხელშეუხებელნი" ბავშვთა უფლებების დაცვისკენ იპყრობს საზოგადოებას – უფლებების, რომლებიც, ლოგიკურად, ხელშეუხებელი უნდა იყოს, თუმცა რატომღაც ყოველდღე მსოფლიოს ყველა წერტილში ირღვევა.უფროსებმა პატარები ყველა ცხოვრებისეული სირთულისგან უნდა დაიცვან, მათ მაქსიმალურად ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა შეუქმნან, თუმცა ხშირად სრულიად საპირისპირო ხდება. და ადამიანები, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხოების გარანტად უნდა იქცნენ, ნამდვილ კოშმარს ემსგავსებიან. სწორედ ამის თქმა უნდოდა ერიკ რაველოს, რომელმაც ეს პროვოკაციული ფოტოები გადაიღო.
ბავშვები უფროსებზე არიან "ჯვარცმული",
იხილეთ ფოტოგალერეა