26 ივნისი, 2013
სამი წლის გოგონა-აუტისტი შედევრებს ხატავს
მათ თერაპიის მრავალი სახეობა მოსინჯეს, რომ გოგონას დახმარებოდნენ. საბოლოოდ პატარას ყველაზე მეტად ხატვა მოეწონა. ირის გრეის ჰამშოუმ ხატვა თერაპიისთვის დაიწყო, მაგრამ როცა მისმა მშობლებმა მისი ნამუშევრების გასაყიდად გატანა გადაწყვიტეს, მათ გასაოცრად, ერთ-ერთ ნახატში 1200 დოლარი მიიღეს.

გარდა ამისა, ხატვა დაეხმარა გოგონას - ახლა მეტს თამაშობს მშობლებთან და უფრო ბედნიერადაც გამოიყურება.

მშობლებს უთხრეს, რომ მათი სამი წლის შვილი ნამდვილად ნიჭიერია. უკვე შეკვეთებიც აქვთ და ბავშვის ნახატები ლონდონის საქველმოქმედო აუქციონებზე წარმატებით იყიდება.
Rating
სამი წლის გოგონას, რომელმაც ლაპარაკი არ
იცის, აუტიზმი გასულ წელს დაუდგინეს, როცა მშობლებმა შენიშნეს, რომ ბავშვი იშვიათად შედიოდა მათთან კონტაქტში.

მათ თერაპიის მრავალი სახეობა მოსინჯეს, რომ გოგონას დახმარებოდნენ. საბოლოოდ პატარას ყველაზე მეტად ხატვა მოეწონა. სულ მალე ირისის გამოფენაც იგეგმება ლონდონში.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS