ლამაზი გარეგნობა, მომხიბვლელობა, მატერიალური პერსპექტიული სიტუაცია, მახვილგონიერება, კარგი ფიზიკური აღნაგობა, გემოვნებიანად ჩაცმა, სიურპრიზების გაკეთების უნარი, რომანტიზმი.
რა სურს ქალს 32 წლის მამაკაცისგან:
ლამაზი ვარცხნილობა, თავაზიანობა, რესტორნებში სიარულის მატერიალური შესაძლებლობა, მოსმენის კულტურა, ნაკლები ლაპარაკი, იუმორის გრძნობა, გარდერობში ერთი ჰალსტუხი მაინც, აფასებდეს სახლში მომზადებულ კერძებს, ახსოვდეს საყვარელი ქალის დაბადების დღე და ქორწინების იუბილე, კვირაში ოთხჯერ სასიყვარულო ურთიერთობის განწყობაზე იყოს.
რა სურს ქალს 42 წლის მამაკაცისგან:
არ იყოს მახინჯი და მელოტი, ჰქონდეს
რა სურს ქალს 52 წლის მამაკაცისგან:
გაიპარსოს თმები ცხვირისა და ყურების მიდამოებში, საყვარელ ქალთან საუბრისას არ ჩაეძინოს, უქმე დღეებში მთელი დღე დივანზე არ იყოს წამოწოლილი, წინდები და თეთრეული ერთდროულად გამოიცვალოს, ახსოვდეს საყვარელი ქალის სახელი.
რა სურს ქალს 62 წლის მამაკაცისგან:
არ აშინებდეს პატარა ბავშვებს, ახსოვდეს, სახლში სად არის აბაზანა, ძილის დროს მსუბუქად ხვრინავდეს, ახსოვდეს, რატომ იცინის, იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში, რომ სავარძლიდან დამოუკიდებლად წამოდგომა შეეძლოს, არჩევდეს კარგ და ცუდ საკვებ პროდუქტებს, ახსოვდეს, სად დატოვა საკუთარი კბილების პროთეზი.
რა სურს ქალს 72 წლის მამაკაცისაგან:
სუნთქავდეს და უნიტაზს სწორად უმიზნებდეს.