• მაგნოლიის სურნელი, ჩინური ტრადიციების მიხედვით, აძლიერებს ხასიათსა და მიზანსწრაფვას, ეს ყოველივე კი პირად ცხოვრებაში წარმატებების მომტანია.
• ბერგამოტი დადებითად მოქმედებს მადასა და საჭმლის მონელების პროცესზე. გარდა ამისა,
• გვირილა დადებითად მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რაც ხელს უწყობს სახლში ჰარმონიის დამყარებას.
• ჟასმინი ხსნის დეპრესიას და ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს, განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს მეუღლეების ურთიერთობებზე. გარდა ამისა, მისი სურნელი ადამიანს ეხმარება ფინანსური იდეების მოფიქრებასა და ბიზნესის დაგეგმვაზე.
• ლავანდას სურნელი უფრო იმ ადამიანებს მოუხდებათ, რომლებსაც ფსიქიკასთან და ძილთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ის განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ბავშვებსა და მოხუცებზე.
• ევკალიპტი აძლიერებს მეხსიერებას და აზროვნების პროცესს. ამიტომ მისი სურნელი განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისაც საქმე ანგარიშთან, ანალიზთან, აუდიტთან და ინფორმაციის დამუშავება-გადაცემასთან აქვთ.
• როზმარინიც იმავე თვისებებით გამოირჩევა, როგორითაც მაგნოლია, თუმცა უფრო ძლიერი არომატი აქვს და მისი სურნელი უფრო მანდილოსნებს მოსწონთ.