ლუისს მძიმე დაავადება აქვს: მისი მხედველობა მხოლოდ 50%-ია, რამდენიმე თვეში კი საერთოდ დაბრმავდება. ამიტომ მშობლები ახლა უჩვენებენ მთელ სამყაროს, რასაც შეძლებენ და მოასწრებენ. ლუისმა უკვე იმოგზაურა რომში, ბოსტონში, გრანდ-კანიონზე. ვერტმფრენით გადაუფრინა ნიაგარის ჩანჩქერს. "ძალიან გვინდა, მისი სამყარო დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და სურათებით შევავსოთ, როგორც შევძლებთ",
ლუისს პიგმენტური რეტინიტი აქვს – თვალის დაავადება, რომელიც სხვადასხვა გენეტიკური დეფექტით არის გამოწვეული და თვალის ბადურის კვდომას იწვევს...
თუმცა ახლა თვალუწვდენელ მთებსა და კლდეებს შეჰყურებს და მშვენიერი ლანდშაფტებით ტკბება. მის გვერდით უსინათლო პროფესიონალი მთამსვლელი ენდი ჰოლცერია.
პიგმენტური რეტინიტი მემკვიდრული დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იტანჯება. ლუისის ორი ძმაც დაავადებულია, თუმცა მათი დაავადება ასე არ პროგრესირებს, როგორც მათი უმცროსი ძმის. მათ არც გართულებები აქვთ.
შარშან ლუისის მხედველობა მკვეთრად გაუარესდა. რამდენიმე თვეში მთელი 50%-ით დაკარგა მხედველობა. "სკოლაში უცებ ვერ ამოვიკითხე, რაც დაფაზე ეწერა, მხოლოდ გადღაბნილ ასოებს ვხედავდი", - იხსენებს ლუისი. ეს შოკი იყო მისთვისაც და მისი მშობლებისთვისაც. ერთ დროს მხიარული ლუისი უცებ ჩაიკეტა, სულ უფრო ხშირად განმარტოვდებოდა თავის ოთახში და ღამ-ღამობით ტიროდა ბალიშში თავჩარგული.
დედამაც ბევრი იტირა, მერე კი ტირილს მეტი ფიქრი მოჰყვა და გამოსავლის ძიება. ჰოდა, მოუვიდა თავში აზრად, "საოცნებო მოგზაურობა ლუისისთვის". "მინდოდა, რომ ლუისს ბევრი კარგი შთაბეჭდილება დაეგროვებინა და ასევე გამოცდილება, რომ შემდგომშიც მამაცი, ცნობისმოყვარე იყოს და თავისი საკუთარი სამყაროს აღმოჩენა მერეც განაგრძოს", - ამბობს დედა.
იხილეთ გაგრძელება