არაფერს მისტირის
ამბობენ, ჭეშმარიტი ქალი არაფერს მისტირისო. ბედნიერების დევნა სპორტის ყველაზე უაზრო და სულელური სახეობაა. ჩვენ ხომ სულ სადღაც მივიჩქარით - უკეთესი მომავლისკენ, ხვალინდელი დღისკენ, მომავალი წლისკენ და ა.შ.
იყო ჭეშმარიტი ქალი, ეს ერთგვარი პრივილეგიაა და ეს თავადაც კარგად ესმის.
რაც მთავარია, კმაყოფილია, რომ ქალად დაიბადა. მისთვის ნამდვილი ქალობა გამოცდა, მძიმე შრომა და წვალება კი არა, ბედის საჩუქარია.
არ თამაშობს დრამას "რა მძიმეა ჩემი ცხოვრება"
მისი შემხედვარე, ვერ იტყვი, რომ გადარჩენისთვის იბრძვის. არადა დღე და ღამე მუშაობს და ფულს შოულობს, რეცხავს, ალაგებს, ქმარ-შვილს უვლის. ვერ შეამჩნევ, რომ დაიქანცა ამდენი საქმისგან. როცა ძალიან დაიღლება, მოახერხებს, რომ ძალები აღიდგინოს და ისევ დიდებულად გამოიყურებოდეს. მსხვერპლის როლს არასოდეს ითამაშებს.
თავისი ტემპით ცხოვრობს
როცა ძალიან ნელი ტემპით ცხოვრობთ, ვერც კი გრძნობთ, ისე გადის ცხოვრება. თუ მეტისმეტად ჩქარი ტემპი "აკრიფეთ", უბრალოდ ვერ მოასწებთ მის შეგრძნებას.
ნამდვილ ქალს კი კარგად ესმის, რომელ რიტმს აუწყოს ფეხი. დატვირთვას თავად არეგულირებს. ისე ცხოვრობს, რომ თავად ჰქონდეს ცხოვრების წესის არჩევის საშუალება. იცის, რა უნდა და რისთვის.
თავის თავს პირველ ადგილზე აყენებს
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგოისტია, გულგრილი და ცინიკური. უბრალოდ ესმის, სინამდვილეში სხვების ცხოვრებით ის ადამიანები ცხოვრობენ, ვისაც საკუთარი ცხოვრების ეშინია. მართალია, ძლიან აფასებს თავის სურვილებს, თუმცა არც სხვების დახმარებაზე ამბობს უარს. არ ამბოს "ჰოს", როცა მისი გული "არას" გაიძახის, ყოველთვის უსმენს საკუთარ გრძნობებს.
არ სჭირდება საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება
დაე სხვებმა აბარონ ანგარიში საზოგადებას და ასრულონ საზოგადოებრივი გრაფიკი: გათხოვება - პლუსი, გაუთხოვრობა - მინუსი, ეს ნორმალურია, ის - არანორმალური...
მას თავისი ორიენტირი აქვს, მიზანსაც და საშუალებებსაც თავად ირჩევს და თუ სხვების სტანდარტულ ცხოვრების წესს არ იმეორებს, ეს დიდ პრობლემად არ მიაჩნია. სხვებს საშუალებას აძლევს თავისუფლად და თამამად შეაფასონ, რადგან მისია - "მოვეწონო სხვებს" მისთვის არ არსებობს. საკუთარ თავზე მუშაობს, მაგრამ არა იმისთვის, რომ სხვისი სიმპათიები დაიმსახუროს.
იხილეთ გაგრძელება