პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ თქვენი ოჯახური კონფლიქტების მიზეზს. ხშირად ისინი წვრილმანების გამო იწყება – მაგალითად, აქეთ-იქით დაყრილი წინდების თუ გაურეცხავი თეფშის გამო. ღირს ამის გამო ერთმანეთს და საკუთარ თავს ხასიათი გაუფუჭოთ? იქნებ უფრო ადვილია, აიღოთ ეს წინდები ან გარეცხოთ თეფში? თუ მიზეზები გაცილებით გლობალურია, სრულიად გამოუსწორებელი და ჩხუბიც კარგა ხანია გასცდა ზომიერების ფარგლებს, მაშინ იქნებ იმაზე იფიქროთ, ღირს კი საერთოდ ერთად ყოფნა და შვილების გამეტება ყოველდღიური სკანდალების საყურებლად? დროებით მაინც ეცადეთ ცალ-ცალკე ცხოვრებას, იქნებ ასე უფრო დაფიქრდეთ, გინდათ თუ არა საერთოდ ერთად ყოფნა. თუ მხოლოდ ერთმანეთის ცხოვრებას ანადგურებთ ერთად ყოფნით და ამაში შვილებსაც ითრევთ, მაშინ ასეთ ერთად ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს.
არასდროს არ წამოიწყოთ ჩხუბი მხოლოდ იმის გამო, რომ ცუდ ხასიათზე ხართ. თუ სამსახურიდან თუ მაღაზიიდან მოხვედით ცუდ ხასიათზე, სამსახურში მოგიშალეს ნერვები ან ბავშვმა მთელი დღე გაგაწამათ, მეუღლეზე ნუ ამოანთხევთ ყველაფერს. გახსოვდეთ, ოჯახი თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან შედგება და მათ ძალიან სტკივათ, როცა უმიზეზოდ აწყენინებენ.
თუ უცებ იპოვეთ ჩხუბის მიზეზი, ერთი პატარა რჩევა ასეთია: გონებაში ასამდე დაითვალეთ. მერე მოიფიქრეთ, ღირს კი წამოწყება? იქნებ, დაწყანრდეთ და გადაიფიქროთ.
იხილეთ გაგრძელება