ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც 16-დან 86 წლამდე ათას ხუთასზე მეტი მამაკაცი და ქალი გამოჰკითხეს.
მაშ, ასე:
ყოველმა მეხუთე მამაკაცმა აღიარა, რომ ერთხელ მაინც შეჰყვარებია პირველივე დანახვით, მსგავსი პასუხი კი მხოლოდ ყოველი მეათე ქალისგან მიიღეს.
გამოკითხულ მამაკაცთა ნახევარმა განაცხადა, როგორ გაეხვია სიყვარულის ალში პირველივე პაემანზე, თუმცა მეოთხედმა აღიარა, რომ მესამე
პირველ პაემანზე ქალები უფრო ცივი გონებით მიდიან. სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობამ აღიარა, რომ სულ ცოტა, ექვსი პაემანი მაინც სჭირდება ''საოცნებო მამაკაცის'' ამოსაცნობად.
ფსიქოლოგების აზრით, გენდერული სხვაობა განპირობებულია იმით, რომ მამაკაცი ქალის გარეგნული მონაცემებით მსჯელობს, შეძლებს თუ არა მის შეყვარებას, ქალი კი გულმოდგინედ წონის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს.
ქალები უკეთ განიხილავენ სოციალურ სიტუაციას, პირველი პაემნის შემდეგ ისინი უფრო მეტ შეკითხვას უსვამენ საკუთარ თავს, ვიდრე მამაკაცები. მაგალითად, ქალი იწყებს ფიქრს, რამდენად დაცული და უზრუნველყოფილი იქნება მის გვერდით, როგორი მამა იქნება ის.
მეცნიერებმა გულმოდგინედ შეისწავლეს მიღებული მონაცემები, თუმცა ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭეს ფაქტებს, რომლებიც ბევრ რამეს ხსნიან. როგორც ჩანს, საქმე რეაქციის სისწრაფეს ეხება. თუ მამაკაცს მესამე პაემნის შემდეგ შეუძლია ''გრძნობაში'' გარკვევა, შესაძლოა, (ქალისთვის) საბედისწერო მეექვსე პაემანი არც შედგეს.
კესო ლაღიძე