ქალები, როგორც წესი, ჰაერს გულმკერდით ჩაისუნთქავენ, ხოლო მამაკაცები - მუცლით. ეს ''ფუფუნება''ძლიერ სქესს წილად იმიტომ ხვდა, რომ ღმერთმა ბავშვის მუცლით ტარების ბედნიერება არ არგუნათ. გარდა ამისა, მამაკაცები ცხოვრების მჯდომარე წესს ეწევიან, რაც, თავის მხრივ, აძნელებს დიაფრაგმის სუნთქვით მოძრაობას.
2. სთხოვეთ, კარნახით დაწეროს რამე
მამაკაცები გაცილებით მეტ შეცდომას უშვებენ კარნახის და, საერთოდ, წერისას, ვიდრე ქალები. ამაში ''დამნაშავე''მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონია. იგი ჩასახვიდან 6 კვირის შემდეგ უკვე აფერხებს ტვინის ნახევარსფეროს განვითარებას, რომელიც პასუხისმგებელია
3. სთხოვეთ რაიმე ნივთის მოტანა
მაშინ, როცა ქალს რამდენიმე წამში შეუძლია იპოვოს ნებისმიერი ნივთი საკუთარ სახლში, კაცმა შეიძლება მის ძებნას მთელი დღე მოანდომოს. მამაკაცის ტვინს ამდენი წვრილმანის დამახსოვრება არ შეუძლია და არც დაწვრილმანების უნარი აქვს. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი დილით ხშირად ვერ იხსენებენ, ოთახის რომელ კუთხეში გაიხადეს წინა ღამეს წინდები.
4. დასვით ტელევიზორთან და სთხოვეთ, უყუროს ე.წ. საპნის ოპერას
ყველაზე სულისშემძვრელი ისტორიაც კი მათ ცრემლებს არ გვრის, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცები, ქალებთან შედარებით, უფრო ძნელად და მძიმედ იტანენ როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ ტკივილებს, მაგრამ ძალიან იშვიათად ტირიან.
ამაში კარგი ბევრი არაფერია, რადგან ''გამოუტირებელი''უარყოფითი ემოციები ზემოქმედებს ძლიერი სქესის ქვეცნობიერზე, ხელს უწყობს მათ აგრესიულობას, გაღიზიანებადობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკს კიდევ უფრო ამაღლებს. ცნობილია, რომ ცრემლთან ერთად გამოიყოფა ე.წ. კმაყოფილების ჰორმონები - ენდორფინები, რომლებიც ანელებს და აყუჩებს ტკივილის შეგრძნებას და ხელს უწყობს ადამიანის დამშვიდებას, სწორედ ამიტომ არის, რომ ქალები უფრო იოლად უმკლავდებიან პრობლემებს, ვიდრე კაცები.
5. მიაქციეთ ყურადღება, როგორ იქცევა ძილის შემდეგ
გამოღვიძების შემდეგ მთქნარებისას პირს მუშტით იფარავს და არა ხელის გულით? გაზმორებისას იჭიმება, ხელს სწევს მაღლა და არ ხრის იდაყვში? ნათელია, რომ თქვენ წინაშე ნამდვილი მამაკაცია.
6. გაამგზავრეთ მივლინებაში
ითვლება, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები უფრო იოლად ეჩვევიან ცხოვრების მოძრავ სტილს, ვიდრე ქალები. სინამდვილეში - სულაც არა! ერთ-ერთი ამერიკული ბანკის 11000 პერსონალის დეტალურმა გამოკვლევამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ის მამაკაცები, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობის გამო თუნდაც წელიწადში ერთხელ მივლინებაში წასვლა უწევთ, ფსიქოთერაპევტს უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე მათი სახლში მჯდომი კოლეგები. რაც შეეხება ქალებს: ხანგრძლივი ფრენა, შორეული მოგზაურობა და ოჯახთან განშორება არც ისე ძლიერად მოქმედებს ბიზნესლედის ჯანმრთელობაზე და ისინი უფრო იშვიათად ვარდებიან სტრესში.
7. გაუმასპინძლდით შოკოლადით
თუ უარი გითხრათ ტკბილეულზე - ნამდვილი მამაკაცია, ხოლო, რაც შეეხება ქალებს, მათი უმეტესობა ტკბილეულის დიდი მოყვარულია. არიან ისეთებიც, რომლებსაც ერთი დღეც არ შეუძლიათ შოკოლადის გარეშე.
8. სთხოვეთ გამოიცნოს სუნამო არომატით
მამაკაცთა უმრავლესობას საერთოდ არ შეუძლია განასხვავოს ''პუაზონი''და ''შანელი 5''ნებისმიერი იაფფასიანი სუნამოსაგან. ამ მხრივ ქალის ყნოსვა გაცილებით უფრო ნატიფია.
8. დააკვირდით ტანსაცმლის ჩაცმისა და გახდსი მანერას
მამაკაცი თავდაპივრელად იცვამს შარვალს, შემდეგ პერანგს, ქალები კი - პირიქით. ხალათს ძლიერი სქესის წარმომადგენლები იკრავენ ჭიპის ქვემოთ, ქალები კი ზემოთ. სვიტერის ან მაისურის გახდის დროს მამაკაცები ხელებს უკან სწევენ და ტანსაცმელს ზურგიდან ექაჩებიან, ქალები კი წინიდან იხდიან.
10. ჩართეთ ტელევიზორი მაქსიმალურად მაღალ ხმაზე
ძლიერი ხმაურის დროს ქალები ყურებს თითით იხშობენ, ამ დროს მამაკაცები ყურებზე ხელისგულს იჭერენ.
11. სთხოვეთ რაიმე არასტანდარტული სიტუაციის პროგნოზირება
უდავოა, ქალებს ინტუიცია არ ღალატობთ. მამაკაცები ძლიერები არიან იქ, სადაც მოქმედებს საღი აზრი, კანონები და მათემატიკური ანალიზი.
12. სთხოვეთ, გაჩვენოთ ხელები
თქვენმა რჩეულმა პატიოსნად გამოგიწოდათ და გაჩვენათ გაშლილი ხელისგულები? ასე მხოლოდ ნამდვილი მამაკაცები იქცევიან. ქალები, როგორც წესი, ხელებს ზურგის მხრიდან აჩვენებენ და თანაც მანიკურისა და მოვლილი თითების დემონსტრირებას ახდენენ.
13. დაავალეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება
მეცნიერთა აზრით, მამაკაცისათვის ეს ძალიან მძიმე დავალებაა, ქალისათვის პირიქით - მისწრება. მამაკაცს არ შეუძლია შეამოწმოს საბუთები, თან ისაუბროს, თან ტელევიზორს უყუროს. მამაკაცის ტვინს არ შეუძლია ერთდროულად იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება ქალის ფსიქიკას, ის ბუნებრივად მრავალფუნქციურია, ამიტომ ფსიქოლოგები ხელმძღვანელ პირებს ურჩევენ, ერთდროულად რამდენიმე საქმის კურირება სუსტი სქესის წარმომადგენლებს მიანდონ.
კესო ლაღიძე