"სულ მინდოდა ამაზე დამეწერა და ხან თავს ვიკავებდი. ხან დრო ვერ ვნახე. ხან არ ვიცოდი, როგორ დამეწერა, რომ გული არავისთვის მეტკინა, სუბიექტური არ ვყოფილიყავი.
ჩემი შვილის კლასელი აუტისტია. უფრო ზუსტი თუ ვიქნები, მაშინ ვიტყვი, რომ მისი ზუსტი დიაგნოზი, რაღა თქმა უნ
ცისფერთვალება ბიჭი ჩემი შვილის სკოლაში მეორე კლასიდან გადმოვიდა. არ ლაპარაკობდა. უფრო სწორად ძალიან უჭირდა ლაპარაკი. ბავშვებს არ ეკონტაქტებოდა. ერთადერთი, ვისთანაც ურთიერთობის სურვილს გამოთქვამდა, კლასის დამრიგებელი იყო. მასზე იყო მიკედლებული. კაბაზე გამოკერებული. წლის ბოლოს ცისფერთვალებამ იმდენი შეძლო, რომ კლასის გამოსაშვებ ზეიმზე ლექსი თქვა.
დიდხანს გაგრძელდა რთული, ძალიან რთული პერიოდი. ისეთი პერიოდები, როცა ის კბენდა ჩემ შვილს. სხვის შვილსაც. ხან ერთს უხევდა წიგნს. ხან მეორეს. კლასში შარვალს იხდიდა და ამით ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ერთ დღეს ჩემი შვილი სახლში დაკაწრული მოვიდა. გავცეცხლდი. გადავწყვიტე ჯერ მასწავლებლისთვის მესაყვედურა და მომეთხოვა ბიჭი ჩემი შვილისგან შორს გადაესვა, მერე მისი მშობლისთვის მეთქვა რამე…. ჰო, რამე. და რა რამე. რა უნდა მეთქვა? აი აქ გავფუჭდი, როგორც იტყვიან ხოლმე. რა მქონდა სათქმელი? ის ხო იმას ცდილობდა, რომ მისი შვილი ბავშვებთან ურთიერთობას, თამაშს, სიყვარულს, თუნდაც სხვებთან ერთად ერთსტროფიანი ლექსის თქმას შეჩვეოდა? მის შვილსაც ხომ ჰქონდა უფლება ჩემი და სხვისი შვილების მსგავსად კლასელები ჰყოლოდა, რომლებიც სინამდვილეში ძალიან უყვარდა?.. სხვა რომელი კლასელი გამოკიდებია ჩემ შვილს ქუჩაში და ყელზე ჩამოკიდებია?..
და მე გავჩუმდი.
იხილეთ სრულად