"მე არ ვარ იდეალური მამა. არ გამომიცვლია შენთვის საფენი, როცა სულ პატარა იყავი, არ მითენებია შენთვის ღამეები და როგორც არ უნდა მდომებოდა ეს, შენი პირველი სიტყვა "მამა" არ ყოფილა. შესაძლოა, ერთბაშად ვერც კი გავაცნობიერე ჩემი სიყვარული იმ პაწაწინა ქმნილებისადმი, რომელსაც ახლა ასე სათუთად ვუწოდებ "ჩემს ვაჟს". შენ ხომ შენი დედის ჩემდამი სიყვარულის ნაწილიც
შეიძლება, ისე ძალიან მინდოდა შენი დაბადება, ჩვენი ერთად ცხოვრების რვა წლის განმავლობაში (თუმცა ექიმები ჯიუტად ურჩევდნენ დედას, არც კი ეფიქრა შვილის ყოლაზე და საკმაოდ მწვავე დიაგნოზიც დაუსვეს – ენდომეტრიოზი), როცა ბოლოს და ბოლოს, ეს მოხდა, არ აღმოვჩნდი მზად ჩვენს ცხოვრებაში პატარა მჩხავანა არსების შემოჭრისთვის, რომელიც მთელ სახლს აყენებდა ფეხზე შუა ღამისას ბრძანებით: "უა-ა-ა-ა-ა-ა!", რომელმაც ჩემი საყვარელი ჭიქა დაამსხვრია და მთელი გარე სამყაროს ყურადღება დაიპყრო (მაპატიე, ასეთი შედარებისთვის).
შენი დაბადების შემდეგ თანდათანობით ჩვენი სახლი თანდათან გაივსო სათამაშოებით, ნათესავებით, პამპერსებით, ერთჯერადი ხელსახოცებით, ბოთლებით და ბავშვისთვის საჭირო სხვა წვრილმანებით. ფეხებში მებლანდებოდა ჭყვიტინა სპილოები, მანქანები, კუბურები. ღამით სამზარეულოში ჩაის დასალევად გასულს სახეზე მეკროდა გასაშრობად დაკიდებული სველი საფენები. მაცივარი გადაიჭედა იოგურტებით, ბავშვის კვებისთვის საჭირო პროდუქტებით, წვენებით, გამოწველილი რძით. ჩემი ცოლი კი – ბედნიერი, ლამაზი, გახარებული ამ აჟიოტაჟით.
ერთ დღესაც მივხვდი, რომ მეც ამ სამყაროს ნაწილი ვარ, სამყაროსი, რომელიც შენ შექმენი. და მინდა გაჩუქო სულელური სათამაშოები, მოვიპატიჟო სახლში ბებიები და პაპები და დავდნე, როცა დედაჩემი ამბობს: "აი, მამამისიც ასეთი იყო ბავშვობაში!" გეთამაშო, გაჭამო, შენთან ერთად გადავდგა პირველი ნაბიჯები და ბოლოს და ბოლოს გავიგონო სანატრელი სიტყვა, რომლის მერეც მინდა, სამყარო თავდაყირა დავაყენო: "მამა". და შენ ეს სამყარო გადააბრუნე. გჯერა?
იხილეთ სრულად