06 ოქტომბერი, 2014
როგორ გამოვთვალოთ ჩასახვისთვის ხელსაყრელი ან უსაფრთხო დღეები
გააანალიზეთ ბოლო რამდენიმე მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა თურმე არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა სპეციალური კონტრაცეპტივების გარეშეც შესაძლებელია. ამაში ე.წ. უსაფრთხო დღეების კალენდარი დაგეხმარებათ. ეს მეთოდი იმ ქალებისთვისაა, ვისაც ციკლი დარღვევების გარეშე, რეგულარული აქვს. თუ ამ მხრივ გარკვეულ "გადაცდომებს" ამჩნევთ, კალანდრის მეთოდი თქვენს შემთხვევაში არ "იმუშავებს".

როგორ გამოვთვალოთ დაფეხმძიმებისთვის ნაყოფიერი და უნაყოფო დღეები?

გააანალიზეთ ბოლო რამდენიმე მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა (ანუ პერიოდი ციკლიდან ციკლამდე). შემდეგ ყველაზე მოკლე ციკლს 18 გამოაკელით. მაგალითად, თუ ციკლი 26-დღიანია, სხვაობას 8-ს მიიღებთ. ამის შემდეგ ციკლის
დაწყების დღიდან 8 დღე გადათვალეთ და კალენდარზე მონიშნეთ. სწორედ ამ დღიდან იწყება თქვენი ნაყოფიერი პერიოდი. მის დასასრულს კი ამგვარად გამოითვლით: ყველაზე ხანგრძლივი მენსტრუაციული ციკლის დღეებს გამოაკელით 11. თუ ციკლი 30-დღიანია, სხვაობა 19 იქნება. ესე იგი მენსტრუაციის დაწყებიდან ზუსტად მე-19 დღეს დასრულდება განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი პერიოდი და უსაფრთხო დღეები დაიწყება.

საერთოდ, რეგულარული ციკლის შემთხვევებში კალენდარული მეთოდის ეფექტურობა 87%-ს აღწევს.

შეიძლება თუ დაფეხმძიმდეთ მენსტრუაციის წინა დღეებში?

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS