სახლში მისულმა ტანისმა ამ ახალგაზრდებს "ფეისბუქით" ღია წერილი მისწერა, ძალიან მალე ეს წერილი ინტერნეტ-სენსაციად იქცა და უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. გთავაზობთ ამ წერილს, რომელმაც დედის სხეული საზოგადოებას სულ სხვა თვალით დაანახა.
"ეს ღია წერილი ორ ახალგაზრდა ბიჭისა და ერთი გოგონას სახელზეა, რომლებსაც დღეს ალბერტის
ჩემო ძვირფასებო, ძალიან ვწუხვარ, რომ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემმა პირველმა მცდელობამ, ხალხის თვალწინ გავრუჯულიყავი, შოკში ჩაგაგდოთ.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მუცელი გლუვი და ხავერდოვანი არ არის, ვწუხვარ, რომ დანაოჭებულია, მაგრამ საერთოდ არ ვწუხვარ, რომ ჩემმა სხეულმა ატარა, გაზარდა, დაიცვა, დაბადა და გამოკვება ხუთი არაჩვეულებრივი, ჯანმრთელი, ჭკვიანი და შესანიშნავი ადამიანი.
ძალიან ცუდი, თუ ჩემმა, 33 წლის ქალის 57- კილოგრამიანმა სხეულმა ისე გაგახალისათ, ჩემკენ თითს იშვერდით და ხარხარებდით. იცით, რას ვფიქრობდი თქვენი უნაკლო სხეულების შემხედვარე? "ჯერ მათ არაფერი დიდებული არ ჩაუდენიათ".
იხილეთ სრულად