25 სექტემბერი, 2014
ოცი რამ, რაც ცხოვრებას აადვილებს
კარგი იდეა განხორციელების გარეშე არაფერია პიროვნების ზრდა დაუსრულებელი პროცესია. ზრდასთან ერთად ვსწავლობთ, რომ ვიყოთ ბედნიერები. ვივსებით სიმშვიდით და სამყაროს სხვა თვალით ვუყურებთ.
ყოველ ასეთ საფეხურზე ასვლა ცვლის ჩვენს მსოფლმხედველობას და გვეჩვენება, რომ მივუახლოვდით მოვლენების ნამდვილ შეცნობას.

ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ოცი რჩევა, შესაძლოა, ისინი დაგეხმაროთ მნიშვნელოვანის შეცნობაში.

1) ცოდნის მიღება არ ნიშნავს, რომ თქვენ გაიზრდებით და განვითარდებით. მთავარია, ცოდნის გამოყენება შეძლოთ.

2) კარგი იდეა განხორციელების გარეშე არაფერია.

3) ჩვენი ცხოვრების 10%-ზე გავლენას ახდენს უკონტროლო ვითარებები და დარჩენ
90%-ზე გავლენას ახდენს ის, თუ როგორ ვრეაგირებთ ასეთ ვითარებებზე.

4) ის, რის გაკეთებასაც არ დავიწყებთ დღეს, არ დამთავრდება ხვალ. ამიტომ ნურაფრის გაკეთებას ნუ გადადებთ.

5) იმის ლოდინში, რომ მიიღოთ იდეალური პირობები თქვენი გეგმების განსახორციელებლად, შეიძლება არაფრის გარეშე დარჩეთ.

6) სანამ თქვენ იმის კეთებას აგრძელებთ, რასაც ჩვეულებრივ აკეთებთ, სულ მიიღებთ იმას, რასაც იღებდით.

7) დისციპლინა საჭიროა იმისთვის, რომ მათ შორის, რაც თქვენ ყველაზე ძალიან გინდათ და რაც ზუსტად ამ წუთას გინდათ, ყოველთვის აირჩიოთ პირველი ვარიანტი.

8) რაც უფრო რთულია გზა, მით უფრო დიდი წარმატება გელით გზის ბოლოს.

9) რთული პერიოდი არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ თუ ადამიანი ყველაფერს თვითონ ართულებს, ეს პერიოდი მუდმივად იქნება.

10) არც ერთი ადამიანი არ იბადება წარმატებულად.

11) ძალიან ბევრია ისეთი რამ, რის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით.

12) რაიმეს ცოტა ცუდად დაგეგმვა უკეთესია, იმაზე, რომ გეგმა საერთოდ არ გქონდეთ.

13) პირველ რიგში უნდა ისწავლოთ პასუხი ''დიახ''. ეს მრავალფეროვანს გახდის თქვენს ცხოვრებას და გაპოვნინებთ ცხოვრების მიზანს. ამას რომ გააკეთებთ, ისწავლეთ პასუხი ''არა'', იმისთვის რომ მთლიანად მობილიზებული გახდეთ მიზნის მისაღწევად და ყველაფერ ზედმეტზე უარი თქვათ.

14) მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრებაში რამდენს გამოიმუშავებთ, თქვენ მხოლოდ ერთ ადამიანზე მუშაობთ, საკუთარ თავზე. მთავარია გადაწყვიტოთ, რას და ვისზე ყიდით.

15) ყველას აქვს თავისი ძლიერი მხარეები. ამიტომ, რამაც ვიღაცაზე ''იმუშავა'', შეიძლება სხვაზე არ ''გაჭრას''.

16) თქვენ ვერასდროს გახდებით კარგი იდეის ავტორი, სანამ ბევრი ცუდი იდეის განხორციელებას არ შეეცდებით.

17) იყო დაკავებული და იყო პროდუქტიული, ეს ორი სხვადასხვა რამაა.

18) იყო ბედნიერი და იყო წარმატებული, ეს ორი სხვადასხვა რამაა

19) ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება

20) არ ღირს ცვლილებებზე ნერვიულობა. ხშირ შემთხვევაში ცვლილებები ზუსტად იმ დროს ხდება, როცა საჭიროა.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ინგა
მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრებაში რამდენს გამოიმუშავებთ, თქვენ მხოლოდ ერთ ადამიანზე მუშაობთ, საკუთარ თავზე. მთავარია გადაწყვიტოთ, რას და ვისზე ყიდით.
15:57 / 25-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS