24 სექტემბერი, 2014
ბრძენი ებრაელების გამონათქვამები, რომლებიც სწორად ცხოვრებაში დაგეხმარებათ
ყველა ერს აქვს თავისი მსოფლმხედველობა, რომელიც ყველაზე კარგად მათ ანდაზებში აისახება. არსებობს ბევრი ლეგენდა ებრაელი ხალხის სიბრძნეზე. ეს ტიტული მათ უბრალოდ არ მიუღიათ. გთავაზობთ ებრაელების ანდაზებს, სადაც მათი მრავალწლიანი გამოცდილება კარგად ჩანს.

1. ადამი პირველი ბედნიერი იყო, იმიტომ რომ მას არ ჰყავდა სიდედრი.

2. თუ პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ ფულით, ე,ი, ეს პრობლემა კი არა უბრალოდ ზედმეტი ხარჯი ყოფილა.

3. ღმერთმა ადამიანს ერთი პირი და ორი ყური იმიტომ მისცა, რომ მას ბევრი რამ გაეგო და ცოტა ელაპარაკა.

4.
ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ, ნუ იქნები მწარე, თორემ გადმოგაფურთხებენ.

5.
უფრთხილდი თხას თავიდან, ცხენს უკანა მხრიდან და სულელს ყველა მხრიდან.

6. სტუმარი და თევზი მესამე დღიდან იწყებენ აყროლებას.

7. უკეთესია ებრაელი წვერის გარეშე, ვიდრე წვერი ებრაელით.

8. მამაკაცები უფრო ბევრს გააკეთებდნენ, ქალები რომ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.

9. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია. წვიმას სახლში შეჰყავხარ და ცუდი ცოლი სახლიდან გაგდებს.

10. მსოფლიო გაქრება იმიტომ კი არა, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.

11. ღმერთო, დამეხმარე, რომ ფეხზე წამოვდგე, დაცემა მეც შემიძლია.

12. როგორი ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ გააკეთებ.

13. როდესაც არაფერი არ აქვთ გასაკეთებელი, დიდი საქმეებისთვის იწყებენ ბრძოლას.

14. ყველა წუწუნებს, რომ ფული არ აქვს, ჭკუის ნაკლულობას კი არავინ ნანობს.

15. უკეთესია სიცილით მოკვდე, ვიდრე შიშით,

16.
გამოცდილება - ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს ეძახიან.

17.
ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა დაჭკვიანების.

18.
მოხუცებული ადამიანი ცუდად, მაგრამ ბევრს ხედავს.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
соломон
Бесо шен картвели патриоти хар! егетеби чирдеба чвен квеканас.. ебраел ерс ар ицнобт да ну гагаквирвебт мати учкуо да уазро ситквеби. ме меамакеба ро вар картвели.
16:47 / 29-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ani
Nino martla mecodeba ar icnob shard ebraelebs.
05:03 / 27-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბესო დალიან მეცოდები
18:18 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბესო მარტლა ცოდო ხარ...ეგ ნაცისტური აზროვნება რომ გაქვს...ხომ არ ჯობია ვაზჰკაცობა გამოიცჰინო და ქარტველი გოგოები ბარდელებიდან გამოიყვანო....ებრაელებს იმიტომ ერცჰი რომ საქარტველო რომ უყვარტ....ტუ კაცი ხარ რუსეტს და სხვა საქარტველოს მოდზულეებს ებრდზოლე...ასეტი სჰურიტ და აზროვნებიტ დაიქცა საქარტველო...
18:16 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
Vიოლეტა
Saochari brdznuli sityvebia? Sworad aqvs adamians ori yuri,aqedan yvelafris atviseba sheidzleba yurshi tu sheushveb.
19:12 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS