24 სექტემბერი, 2014
ბრძენი ებრაელების გამონათქვამები, რომლებიც სწორად ცხოვრებაში დაგეხმარებათ
ყველა ერს აქვს თავისი მსოფლმხედველობა, რომელიც ყველაზე კარგად მათ ანდაზებში აისახება. არსებობს ბევრი ლეგენდა ებრაელი ხალხის სიბრძნეზე. ეს ტიტული მათ უბრალოდ არ მიუღიათ. გთავაზობთ ებრაელების ანდაზებს, სადაც მათი მრავალწლიანი გამოცდილება კარგად ჩანს.

1. ადამი პირველი ბედნიერი იყო, იმიტომ რომ მას არ ჰყავდა სიდედრი.

2. თუ პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ ფულით, ე,ი, ეს პრობლემა კი არა უბრალოდ ზედმეტი ხარჯი ყოფილა.

3. ღმერთმა ადამიანს ერთი პირი და ორი ყური იმიტომ მისცა, რომ მას ბევრი რამ გაეგო და ცოტა ელაპარაკა.

4.
ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ, ნუ იქნები მწარე, თორემ გადმოგაფურთხებენ.

5.
უფრთხილდი თხას თავიდან, ცხენს უკანა მხრიდან და სულელს ყველა მხრიდან.

6. სტუმარი და თევზი მესამე დღიდან იწყებენ აყროლებას.

7. უკეთესია ებრაელი წვერის გარეშე, ვიდრე წვერი ებრაელით.

8. მამაკაცები უფრო ბევრს გააკეთებდნენ, ქალები რომ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.

9. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია. წვიმას სახლში შეჰყავხარ და ცუდი ცოლი სახლიდან გაგდებს.

10. მსოფლიო გაქრება იმიტომ კი არა, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.

11. ღმერთო, დამეხმარე, რომ ფეხზე წამოვდგე, დაცემა მეც შემიძლია.

12. როგორი ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ გააკეთებ.

13. როდესაც არაფერი არ აქვთ გასაკეთებელი, დიდი საქმეებისთვის იწყებენ ბრძოლას.

14. ყველა წუწუნებს, რომ ფული არ აქვს, ჭკუის ნაკლულობას კი არავინ ნანობს.

15. უკეთესია სიცილით მოკვდე, ვიდრე შიშით,

16.
გამოცდილება - ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს ეძახიან.

17.
ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა დაჭკვიანების.

18.
მოხუცებული ადამიანი ცუდად, მაგრამ ბევრს ხედავს.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მარი
მიყვარს ეს ბრძენი ხალხი
18:16 / 09-10-2014
გამოხმაურება / 0 /
@
შესანიშნავია!
20:43 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
*******
11-ე მომეწონა ძალიან.
16:08 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
ყველა აქ მოყვანილი ციტატა სრული ჭეშმარიტებაა.
23:56 / 25-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS