23 სექტემბერი, 2014
ყველაზე სკანდალური ბავშვი მომავლის ყველაზე პერსპექტიულ მოდელად აღიარეს
ფრანგი ტილან ბონდო ახლა უკვე 13 წლისაა ეს ბავშვი ალბათ ბევრს გაახსენდება. ფრანგი ტილან ბონდო ახლა უკვე 13 წლისაა, თუმცა სახელი 10 წლისამ გაითქვა და საკმაოდ არასასიამოვნოდაც. მაშინ ჟურნალ "ვოგში" გამოქვეყნებულ ფოტოებს მსოფლიოს სკანდალი მოჰყვა, რისთვისაც ჟურნალს პასუხი აგებინეს, ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი კი საერთოდაც დაითხოვეს სამსახურიდან. თუმცა ტილანის კარიერას ამან ვერაფერი ავნო, პირიქით, უფრო პოპულარული გახდა.
არადა, მაშინ აჟიოტაჟის მიზეზი მართლაც იყო – 10 წლის გოგონა მეტისმეტად ვულგარულად და დიდურად გამოიყურებოდა და არასრულწლოვანი პატარის ამგვარად
"გამოჭენება" ბავშვების უფლებათა დამცველებმა სასტიკად გააპროტესტეს და ჟურნალი მცირეწლოვანთა გარყვნაში დაადანაშაულეს. "საჭიროა თუ არა სექსუალურობა 10 წლის ასაკში?" - ასეთი სახის ლოზუნგებითაც კი გამოდიოდნენ მაშინ უფლებათა დამცველები.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ტილანი, რომელსაც მომავლის ყველაზე პერსპექტიულ მოდელს, ახალ კეიტ მოსს უწოდებენ. ყველაზე ძვირად ღირებული ნორჩი მოდელია. სულ ახლახან "მელიჟუს" 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიის მთავარ სახედ აირჩიეს და წარმატებული ფოტოსესიაც მიუძღვნეს ამ ფაქტს. რასაკვირველია, უფრო მოკრძალებული, ვიდრე "ვოგის" ფოტოსესია იყო.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS