13 სექტემბერი, 2014
შიფუ იან ლეის ათი რჩევა - მთავარია, იპოვოთ ის, რას თქვენს სხეულს სჭირდება
ადამიანები როგორც წესი, ერთმანეთს ჯანმრთელობას ვუსურვებთ, მაგრამ სამწუხაროდ მისი შენარჩუნებისთვის არაფერს ვაკეთებთ.
გთვაზობთ ბერის, საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატ შიფუ იან ლეის ათ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ რომ ჯანმრთელობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

1) ბევრს ნუ იფიქრებთ, ფიქრს დიდი ენერგია მიაქვს და მალე დაბერდებით.

2) ბევრს ნუ ილაპარაკებთ, ხალხი ან ლაპარაკობს, ან საქმეს აკეთებს და უკეთესია, მათ შორის იყოთ, ვინც საქმეს აკეთებს.

3) ყოველ ორმოც წუთში ერთხელ ათი წუთით დაისვენეთ. ერთ საქმეზე კონცენტრაცია ღლის თქვენს თვალებს და აავადებს
თვალებსაც და სხეულის სხვა ორგანოებსაც.

4) როდესაც ბედნიერი ხართ, უნდა შეძლოთ ემოციების მართვა. გრძნობებზე კონტროლის დაკარგვა დააზიანებს თქვენი ლუნგის - ცხოვრების ქარის ძალას.

5) ნუ ინერვიულებთ და ნუ იქნებით დიდხანს გაბრაზებული. ეს თქვენს ღვიძლს და კუჭს დააზიანებს.

6) ნუ შეჭამთ ძალიან ბევრს. ყოველთვის შეეცადეთ, დაიტოვოთ შიმშილის გრძნობა. ბევრი ჭამა ბევრ ორგანოს დააზიანებს.

7) ნუ იჩქარებთ საქმის კეთებისას. ყოველთვის გახსოვდეთ გამოთქმა, `ნელა მიდიხარ-შორს წახვალ~.

8) თუ თქვენ მხოლოდ ფიზიკურად ხართ დატვირთული და დასვენებას დროს არ უთმობთ, დაკარგავთ ინის ენერგიას და თქვენს ორგანიზმში დაირღვევა ინის და იანის ბალანსი.

9) მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ დასვენებას და მედიტაციას დაუთმობთ დროს, მაშინ დაკარგავთ იანის ენერგიას.

10) კუნფუ თქვენ მოგცემთ ყველანაირ ენერგიას. მისით დაკავების მიზანია, იპოვოთ ბალანსი ინსა და იანს შორის. რამდენ საათს დახარჯავთ ამისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, იპოვოთ ის, რას თქვენს სხეულს სჭირდება.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS